21/01/2013

ნათია აბრამიას ბლოგი: მკურნალობის დაწყებამდე დარჩა


ნათია აბრამიას ბლოგი 

ირაკლის პირველი ნემსი 24 იანვარს უნდა გაუკეთდეს, ანუ მოსამზადებლად დრო ცოტაა. ვერ ვიტყვი, რომ მკურნალობის დაწყებას შიშით ველი, არ ვითვლი დღეებს, არ მაქვს დეპრესია ან პანიკა. ეს დღე მოვა, შევხედავთ, შევაფასებთ, ვნახავთ როგორია, გავიგებთ რას ითხოვს ჩვენგან და ვუპასუხებთ, როგორც საჭიროა. 

როცა 2007-ში ირაკლიმ მკურნალობა დაიწყო, ყველაზე რთული  
პირველი დღე იყო. გარდა იმისა, რომ ძალიან ეტკინა, ორგანიზმა ვერ გაიგო რა მოუვიდა. მთელი ღამე კანკალებდა, შვიდი საბანი დავაფარე და მაინც ვერ გათბა. ირაკლიც და მისი სხეულიც მოულოდნელობისგან გაოგნდნენ.

ახლა შედარებით უფრო მომზადებულები ვართ, ვიცით რა შეიძლება მოხდეს. ასე მგონია, რომ მისი სხეულიც ისე არ დაიშოკება ნემსისგან, როგორც მაშინ.

გუშინ ანა-მარიასთან ერთად წავედით პიცერიაში და დიდხანს ვისაუბრეთ ყველაფერზე. ბავშვი ცამეტი წლისაა, მაღალია და დიდ ადამიანს გავს, მაგრამ მაინც ბავშვია, თუმცა საკმაოდ ჭკვიანი.

 - რა სიმპტომები გაქვს? - საკმაოდ კომპეტენტური სახით დაუსვა ეს კითხვა ირაკლის.
ირაკლიმ აუხსნა, რომ ამ მომენტისთვის თავს ცუდად არ გრძნობს, მაგრამ სწორედ იმიტომაც არის C ჰეპატიტი ასეთი საშიში დაავადება, რომ ადამიანი წლების განმავლობაში შეიძლება იყოს ინფიცირებული და ვერ ხვდებოდეს, რომ  C აქვს. მაშინ, როცა სიმპტომები ჩნდება ღვიძლის დაზიანების ხარისხი უკვე საკმაოდ მაღალია, ამიტომაც აუცილებელია ყველა ადამიანმა სისხლის ანალიზით გამოიკვლიოს აქვს თუ არა ეს დაავადება.

ინფექცია  სისხლისმიერია, შესაბამისად დაავადება  საყოფაცხოვრებო გზით არ ვრცელდება და ოჯახის წევრისგან გადადების შემთხვევები  მცირეა. მაგრამ სიფრთხილეს თავი არ ტკივა და ჩვენც ყოველ წელს გავდივართ შემოწმებას. ანა-მარია ამას საშინლად აპროტესტებს. ამბობს, ფობია მაქვს ნემსზე და წელს გამოვტოვოთ, არ მინდა ანალიზის აღებაო. მაგრამ გუშინ ვუთხარით, რომ მაინც მოუწევს.

ბრიტანეთში ბავშვებს სკოლაში ასწავლიან თუ როგორი პროცესები მიდის თინეიჯერის ორგანიზმში, რა ცვლილებებს უნდა ელოდეს, რომელი დაავადებებია გადამდები, როგორ უნდა დაიცვას თავი და ასე შემდეგ. ანა-მარიამ იცის, რომ C ჰეპატიტი შეიძლება დაემართოს ყველას, ვინც სილამაზის სალონში ან დენტისტთან დადის, ვისაც სისხლის გადასხმა ან ოპერაცია გაუკეთებია. ისიც იცის, რომ ირაკლისგან ჰეპატიტი არ გადაედება თუკი იკას საპარსს ან კბილის ჯაგრისს არ იხმარს. დიდხანს გვთხოვდა თავი დამანებეთ, არ მინდა ყოველ წელს ანალიზიო, მაგრამ ბოლოს შევთანხმდით, რომ ერთ კვირაში ექთანთან ერთად უნდა მივიდეთ.

ჩემი მეგობრის შვილმა, 16 წლის ასაკში გამოგვიცხადა: რა მოხდა მამის საპარსით მარტო ერთხელ გავიპარსეო! ბავშვმა იცოდა, რომ მამას ჰეპატიტი აქვს, მაგრამ აბაზანაში საპარსი დაჭირდა და უცებ რაც დაინახა ის აიღო. ამიტომ მგონია, რომ სულ უნდა უმეორო ბავშვებს რა შეიძლება და რა არა. თან მაინც უნდა გადაამოწმო. 
გუშინ ანა-მარიას  ვუთხარით, რომ მკურნალობის  დროს ირაკლის შეიძლება ძლიერი ტკივილები ქონდეს და ამ დროს მისი დახმარება დაგვჭირდება. მოუწევს არ იხმაუროს, ანგარიში გაუწიოს და რითაც შეძლებს გაუადვილოს მდგომარეობა.

- კიდევ რა გვერდითი მოვლენები გექნება? (იკითხა ისევ კომპეტენტური სახით). 

  - აღზნებადობა და დეპრესია. წინა ჯერზე როგორ ვიყავი იმას თუ გავიხსენებთ,ძალიან მაღიზიანებდა ხმები და სუნი, განსაკუთრებით როცა ვიღაცა გვერდით მიზის და პირს აცკლაპუნებს, ან საჭმლის შემდეგ ხელი არ დაიბანა და თევზის სუნი აქვს...  ყველაფრის მიმართ საშინლად მგრძნობიარე ვხდები, - ეუბნება ირაკლი

    - შენ ხომ მაგაზე ისედაც გეშლება ხოლმე ნერვები. ოთახში რომ შემოვდივარ
     კარს    არ  ვხურავ და მერე შენ რომ მეჩხუბები, ახლა ეგეც მკურნალობას უნდა              დააბრალო?

   -  ისედაც რაზეც გსაყვედურობდი იმაზე კვლავ გისაყვედურებ, უბრალოდ     მკურნალობის დროს შეიძლება ვერ მოვზომო და არაადეკვატური ვიყო - უხსნის ირაკლი.

არაადეკვატურიკარგი სიტყვაა, მაგრამ ის არ გამოხატავს იმას, თუ როგორ ჩხუბობდა წინა მკურნალობისას იკა. ყველაფერი აღიზიანებდა, ყველაფერზე ნერვიულობდა! გაათმაგებული ენერგიით ბრაზობდა იმაზე, რაც მართლა გასაბრაზებელია და იმაზეც, რასაც მკურნალობამდე საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. ყოველი ნემსის შემდეგ 2-3 დღე საშინელი ტკივილები ქონდა და ამ დროს განსაკუთრებით ფეთქებადი იყო.

ერთხელ მეგობარმა  სასრიალოდ დაგვპატიჟა ავსტრიაში, ირაკლიმ თან წამოიღო ინტერფერონის ნემსი სპეციალურ კონტეინერში და იქ გაიკეთა ინექცია. ჩვენდა გასაოცრად არანაირი ტკივილი არ დაეწყო. არც ღამით და არც მეორე დილას არ ქონია სიცხე, ქავილი, ოფლიანობა, ძვლების და სახსრების მტვრევა, თავბრუსხვევა, გულისრევა და ყველა სხვა ჩვეული სიმპტომი.

 2008 წლის თებერვალი, ავსტრია. საბაგიროს ინციდენტამდე ერთი დღით ადრე.

ამიტომ დილით  ტრასაზე გავედით და ანა-მარიასთან ერთად საბაგიროზე მოვინდომეთ დაჯდომა. ანა-მარიას ჯოხი დაუვარდა, ასაღებად დაიხარა და სკამიდან გადმოვარდა. ეს იმდენად წამიერად მოხდა, რომ რეაგირებაც კი ვერ მოვახერხეთ და მის გარეშე დავიძარით. მერე დავინახეთ, “კანატჩიკმა” 7 წლის ბავშვი მარტო როგორ დასვა ჩვენს შემდეგ სკამზე. ის კაცი პატიოსნად ცდილობდა ანა-მარიასთვის ჩაეკეტა სკამი, რომ პატარა უსაფრთხოდ მჯდარიყო, მაგრამ ვერ მოასწრო ამის გაკეთება. 10 წუთის განმავლობაში ვუყურებდით ღია საბაგიროს სკამზე როგორ იჯდა მარტო 7 წლის მოუსვენარი ანა-მარია.
ეს იყო  კოშმარი!

ახლაც თვალწინ  მიდგას. ბავშვი გაუჩერებლად წრიალებს და ტრიალებს, ხან წინ გადმოიხრება, ხან რაღაცას დაგვიძახებს, ხან ცდილობს თვითონ ჩამოწიოს ფეხის დასადები, მთელი ძალით ექაჩება, ხან მარჯვენა მხარეს ხელის ჩასაჭიდს ეთამაშება, ხან მარცხენა მხარეს გადაცოცებას ლამობს!!!

მე უბრალოდ  თავი მოვატრიალე... მივხვდი, რომ ამის ყურებას აზრი არ აქვს, არ შეიძლება ახლა დაუძახო, გაჩერდი ნუ მოძრაობ! დიდი შანსია ვერ გაიგოს, დაიყვიროს - რა დედა? და ისე გადმოიხაროს  წინ და მართლა ჩამოვარდეს. ირაკლი ხმამამაღლა ლოცულობს და თან ჩურჩულით ეხვეწება, “ოღონდ ახლა ნუ მოძრაობ, ოღონდ ახლა გაჩერდი”.

რაღა ბევრი  გავაგრძელო, მთის წვერზე რომ  ავედით და ბავშვი სკამიდან გადმოვიყვანეთ ირაკლი იქვე თოვში ჩაიკეცა და ხმამაღლა ტირილი დაიწყო. ტირილს ვინ ჩივის, იმის წარმოდგენაზე თუ რა შეიძლება მომხდარიყო ისე ცუდად გახდა, რომ ერთდროულად ყველა სიმპტომი დაეწყო. რაც კი უკუჩვენება შეიძლება ქონოდა წამლისგან, ყველაფერი წამიერად მოერია.

მაშინ ანა-მარია იმდენად პატარა იყო, რომ  იმის ახსნაც კი არ დამიწყია თუ რას ნიშნავს ინტერფერონით მკურნალობა. ბავშვი მიხვდა, რომ რაღაც საშინელი შეიძლებოდა მომხდარიყო. საღამოს აკანკალებულ ირაკლის ეკითხებოდა, მე ხომ არაფერი მომივიდა და შენ რატომ იქცევი ისე, თითქოს ჩამოვვარდიო. მაგრამ მასთან საუბრს აზრი არ ქონდა. ის რაც საბაგიროზე გადავიტანე ჩემთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. მაგრამ მე ვინერვიულე, ავღელდი, მერე ძალა გამომეცალა და მერე დავმშვიდდი, როგორც ამას ჯანმრთელი ადამიანები აკეთბენ. ირაკლისთვის კი ეს ინცინდენტი ფსიქიურ და ფიზიკურ კოშმარად გადაიქცა. წამლის ფონზე მისთვის შეუძლებელი გახდა სტრესთან გამკლავება და რამდენიმე დღით მწყობრიდან გამოვიდა .

საქართველოში  ხშირად გამიგია, ინტერფერონით მკურნალობა თავიდან კი ძნელია, მაგრამ პაციენტები მერე ეგუებიანო. არადა მხოლოდ ოჯახის წევრებმა იციან სინამდვილეში რას ნიშნავს ეს მკურნალობა და როგორი შეუძლებელია მასთან შეგუება.
 
ახლა ანა-მარია უკვე დიდი ადამიანია და ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია პაციენტისთვის გარემო, ემოციური ბალანსი, მშვიდი ფონი და პოზიტიური განწყობა. ინტერფერონის თითოეული ნემსი ადამიანზე მიწისძვრასავით მოქმედებს, ანგრევს მას. თუ მის ირგვლივ ყველაფერი აჭრილი და არეულია, მას ძალიან გაუჭირდება სიტუაციასთან გამკლავება. თუ მის ირგვლივ მშვიდი და მოსიყვარულე ხალხია და გარემოც სტაბილურია, ყოველი მიწისძვრის შემდეგ ის ახერხებს ვიღაცას ან რაღაცას მოეჭიდოს, ძალა მოიკრიბოს, ბალანსი აღიდგინოს და ფეხზე წამოდგეს, რომ შემდეგი ნემსისთვის მოემზადოს.

რა თქმა უნდა, არც მისი მდგომარეობაა იოლი, ვისაც  პაციენტიეჭიდება”. ბრიტანეთში მკურნალობის დროს ოჯახის წევრს შეუძლია მოითხოვოს ანტიდეპრესანტები და ფსიქოლოგის დახმარება, ამას სახელმწიფო აფინანსებს, ისევე როგორც მკურნალობის სრულ კურსს, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება. თუმცა რა ანტიდეპრესანტი გიშველის, როცა უყურებ როგორ იკლაკნება ტკივილისგან შენი საყვარელი ადამიანი?!

ისე თავიდან კი დავწერე მზად ვარ პირველი ნემსის და ამ კურსის დაწყებისთვის მეთქი, მაგრამ ერთი რამ უნდა ვაღიარო. ახლა რომ შემეძლოს, ფირივით გადავახვევდი მომავალს და ხვალ პირდაპირ მკურნალობის დასრულების დილას გავიღვიძებდი. 

P.S.


სწორედ იმიტომ, რომ ასეთი რთულია მკურნალობა, მნიშვნელოვანია დაავადების გამოვლენა ადრეულ სტადიაზე მოხდეს, მაშინ როცა მასთან გამკლავება ამ დამანგრეველი კურსის გარეშეც შეიძლება. მე რომ შემეძლოს, სათითაოდ ყველა ადამიანს მივუახლოვდებოდი და ვეტყოდი: იმის დადგენა, გაქვს თუ არა C ჰეპატიტი მხოლოდ ანალიზით არის შესაძლებელი!!! თუკი C გაქვს და ამას დროზე გაიგებ, შეიძლება ეს საშინელი მკურნალობა თავიდან აიცილო!


38 comments:

  1. მოგესალმებით! თავიდანვე ავღნიშნავ, რომ ეგ ყველაფერი გავლილი მაქვს! :) კარგად არის აღწერილი ყველაფერი რაც თერაპიას ახლავს... დარწმუნებული ვარ, ამჯერად უფრო გაუადვილდება, მიუხედავად იმისა რომ ინსივოც ემატება..მან შეიძლება კანის პრობლემები გამოიწვიოს მითუმეტეს წინა მკურნალობისას ქავილის პრობლემა ახსენეთ(განსაკუთრებით უკანა ტანის პრობლემები)...მაგრამ არის ერთერთი ყველაზე მაგარი შეღავათი, თერაპია გაგრძელდება 24 კვირა!!! წარმატებები... ყველაფერი კარგად იქნება!!!
    პ.ს. ერთი შეკითხვა თუ შეიძლება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია! რამდენ ხანში მოხდა რელაფსი(ვირუსის დაბრუნება) ირაკლის შემთხვევაში???

    ReplyDelete
    Replies
    1. ზაზა, მადლობა რომ გამოგვეხმაურეთ. რადგან ეს მკურნალობა გავლილი გაქვთ, თუ შეიძლება ადევნეთ თვალი ბლოგს და დაგვეხმარეთ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ, ვისაც ეს ჭირდება. ირაკლის ვირუსი პირველი მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა სამ თვეში. იმედი გვაქვს რომ ამჟამად 24 კვირაში დასრულდება ეს პროცესი

      Delete
    2. Gamrjoba Irakli da Natia,Jer erti is rom bebia mkavda Imnaishvili E.I. natesavebi gamovdivart (LOL) meorec is rom mec agmomachnda Hepatiti C.Chavitare mkurnaloba "Pegasus" kursi 6 tviani unda kopiliko magram 3 tveshi ukve agar isinjeboda da dgecac tavisupali var am virusisgan.Gverditi movlebi salian umnishvnelo iko,depresia ki mkonda romelis chems ojaxs sheexeboda (Meugles daudginda simsivne,kalishvilma colegi miatova da gatxovda)memgoni es jamrtel adamiansac miccemda depresias.Psikologiurma terapiam da antidepresantebma gamomikvanes mdgomareobidan.Es diagnizi 15-20 clic cin iko shokis momgvreli dges Med.companiebi mudmivad mushaoben axal preparatebze,ase rom Irakli da mac vicac ec diagnozi akvs "Everything will be alright"

      Delete
    3. გამარჯობა ირაკლი და ნათია,
      გამარჯობა ირაკლი და ნათია
      დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ შესანიშნავი ბლოგის შექმნისათვის, ვიმედოვნებ ბევრ ადამიანს დაეხმარება ეს გვერდი თანადგომისათვის და რჩევების მისაცემად. დღეიდან თქვენ ხართ ჩემი უფროსი მეგობრები და ვეცდები მივყვე თქვენს რჩევებს. ვიცხოვრო ისე რომ გავიხანგრძლივო ცხოვრების წლები, რადგან მყავს 7 წლის ნიკოლოზი რომლისთვისაც მე ვარ დედაც და მამაც.
      არ ვიცი როგორ დავიწყო, 2002 წელს ვიყავი 27 წლის , როდესაც გავთხოვდი. ჩემი მეღლე უკვე იყო დაინფიცირებული C ჰეპატიტით 20 წლის წინ. მე არ ვიცოდი რა იყო ეს და რა საშინელი დაავადება ყოფილა. 2006 წელს გახდა ძალიან ცუდად საავადმყოფოში დავაწვინეთ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აღმოაჩნდა და ოპერაცია გაუკეთეს, ექიმი რომ გამოვიდაა მაშინ მითხრა, რომ შენს მეუღლეს ცეროზი აქვს. ღმერთმა არ გაგვწირა და ორგანიზმაა გაუძლო. მის შემდეგ დაუმძიმდა მდგომარეობა და დრო და დრო უარესდებოდა მისი მდგომარეობა. ინფექციური კლინიკაში დავიწყეთ პერიოდულად შემოწმება და გადასხმები: ალბუმინი, ჰეპამერცი... ინტერფერონი უკვე გვიანი იყო და არ შეიძლებოდა მკურნალობა. 2009 წელს ფეხზე გაუჩნდა წითელი ქარი ორგანიზმმა ვერ გაუძლო და გამომეცალა ხელიდან. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ვიცი ეს რა საშინელი დაავადებაა. C ჰეპატიტი მეც გადამედო 2005 წელს ფეხმძიმობის პერიოდში გავიგე და საკეისრო გამიკეთეს ყოველ წელს ვამოწმებ ბავშვს. მე უკვე 10 წელია რაც მაქვს ჰეპატიტი ორგანიზმში მკურნალობით ვერ ვმკურნალობ რადგან ძალიან ძვირია.

      Delete
  2. ნათია, ყოჩაღ! ზუსტად ის ემოციები გაქვს გამოხატული, რაც ამ პერიოდში ხდება:( წარმატებები თქვენს ოჯახს :*

    ReplyDelete
  3. არ ვიცი იცით თუ არა მაგრამ ყავის დალევა აძლიერებს ჰეპატიტის მკურნალობის ეფექტს რაც დადასტურებულია კვლევებით.
    http://www.hepatitis-central.com/mt/archives/2011/06/better_hepatiti.html
    http://www.sciencedaily.com/releases/2011/06/110607105212.htm

    ReplyDelete
  4. ნათია და ირაკლი, არ ვიცი რა დავწერო. მე თქვენი საქართველოში ჟურნალისტებად მოღვაწეობის პერიოდიდან ძალიან მომწონდით ცალ-ცალკე(სხვათაშორის ახლახან გავიგე რომ ცოლ-ქმარი იყავით). წელს , ნათია რომ ჩავიდა თბილისში , ძალიან გამიხარდა და ვგულშემატკივრობდი, იქნებ აირჩიონ და დაბრუნდნენ სამშობლოში მეთქი, მაგრამ... მერე კი ვნახე ეს ბლოგი. მინდა გითხრათ რომ პირველი ჩანაწერიდ წაკითხვის დღიდან გგულშემატკივრობთ, არ იცით,როგორ ველოდი მომდევნო ჩანაწერს, მაინტერესებდა როგორ ხართ...კარგია,რომ ასეთ განწყობა გაქვთ, ეს ძალიან ბევრს ვიშნავს. ღმერთა ხელი მოგიმართოთ,მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერ კარგად იქნება (ნუ როგორც ეს ც ჰეპატიტიან პაციენტს შეეფერება), მკურნალობის ეს უფრო რთული კურსი, შედეგიანი იქნება. ველოდები იმ დღეს, როცა აქ, თქვენს ბლოგზე მოგილოცავთ მკურნალობის დასრულებას და კარგ შედეგს. აბა. იყავით მხნედ და იმედიანად დაიწყეთ მკურნაობა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.. ველოდები თქვენს მომდევნო წერილს. წარმატებები.

    ReplyDelete
  5. natia,minda mogilocot orives rom shezelit aseti kargi saqmis dackeba rac es blogia (es is ertaderti pozitivia rac cina mkurnalobam moitana :) ). vpiqrob didi daxmareba iqneba kvela daavadebuli adamianistvis,mati ojaxis cevrebitvis da saertod sazogadoebistvis. samcuxarod zalian bevrni arian Hep C positive saqartveloshi. sachiroa rom matac tavi igrznon sazogadoebis srulkopil cevrebad radgan adreul etapze agmochenili C hepatiti jer kidev ar aris sasikvdilo ganacheni.

    ggulshematkivrobt <3

    ReplyDelete
  6. ხათუნა23 January 2013 at 06:13

    მადლობა საინტერესო ბლოგისთვის! ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ!!!

    ReplyDelete
  7. მოგესალმებით ნათია, ირაკლი..

    მდგომარეობის შესამსუბუქებლად პრედნიზოლონს თუ აკეთებთ და თუ გსმენიათ პრეპარატ პეგასისის შესახებ? თუ უხერხულობას არ შეგიქმნით, იქნებ მითხრათ Alat-ის და Acat-ის მაჩვენებლები.
    დაავადებისადმი ის დამოკიდებულება, რაც თვენ გაქვთ, ბევრად მეტია, ვიდრე პრეპარატებით მკურნალობა.
    დაუძლეველი არაფერია,
    წარმატებებს გისურვებთ!

    ReplyDelete
    Replies
    1. Gamarjobat Dea,piradad me vvkurnalobdi "Pegasus" namdvilad ar mkonda sashineli gverditi movlenebi,6 tviani cursi mkonda danishnuli da 3 tveshi virusi ar isinjeboda,ukve 2 celia gasuli mas shemdeg da sabednierod ukan ar mobrunebula.

      Delete
  8. ირაკლი და ნათია, ძალიან გგულშემატკივრობთ. თქვენ ყველაფერს გადაიტანთ და გადაატანინებთ სხვებსაც!<3

    ReplyDelete
  9. ყოჩაღად იყავით <3

    ReplyDelete
  10. ირაკლი და ნათია, წარმატებებს გისურვებთ. მჯერა, გვერდითი მოვლენები ისეთი მწვავე არ იქნება, როგორსაც ელით და მკურნალობაც უფრო ხანგრძლივი რემისიის გამომწვევი იქნება. უბრალოდ, ერთი გულწრფელი თხოვნა მექნება, ძალიან ნუ შეაშინებთ მკურნალობის მსურველთ. არ მინდა, დავაფრთხოთ ადამიანები, რომელთაც მკურნალობა სჭირდებათ და იმედით ელიან შედეგებს. ფსიქოლოგიური განწყობა ძალიან ძლიერ ეფექტს იწვევს. იქნებ, იმაზე შეძლოთ ყურადღების გამახვილება, რომ მკურნალობა მომავალი ჯანმრთელობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მკურნალობით მიღებული სარგებელი ხშირად გადაწონის მკურნალობის თანმხლებ უარყოფით შეგრძნებებს. იყავით პოზიტიური განყობით და ეს დაგეხმარებათ. მივადევნებ თვალს თქვენს ბლოგს და იმედი მაქვს, მკურნალობის წარმატებასაც მალე გვაუწყებთ.

    ReplyDelete
  11. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  12. კიდევ ერთ მცირე კომენტარს დავამატებ. თქვენ წერთ - ”თუკი C გაქვს და ამას დროზე გაიგებ, შეიძლება ეს საშინელი მკურნალობა თავიდან აიცილო!”- სამწუხაროდ, ადრეული დიაგნოსტიკა იმის გარანტი არაა, რომ რაღაც ეტაპზე მკურნალობა არ დასჭირდება ინფიცირებულ ადამიანს (მკურნალობას ”საშინელს” - იმედია, თქვენც აღარ უწოდებთ). თუმცა, მოწოდებას მეც შევუერთდები და ყველას შევახსენებ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ უფრო უკეთ აკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა და დროულად დაიწყოთ მკურნალობა, როდესაც ამის ჩვენება იქნება. მკურნალობის აუცილებლობის თავიდან აცილების ყველაზე საიმედო გზა კი - ინფიცირების პრევენციაა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას. ნათია და ირაკლი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საკუთარი, პირადი ემოციების გაზიარებისათვის.

    ReplyDelete
  13. Tkven iseti zlierebi xart rom C s kiara kvelapers moerevit ! Pozitiuri gantskoba! Positive thinking vpikrob rom aris ert erti kvelaze zlieri tsamali!
    Gigzavnit udides da uzlieres positiur energias!
    Kvelaperi Super kargad ikneba!

    ReplyDelete
  14. natia da irakli didi madloba minda gadagixadot am blogistvis! dzalian magrebi xart rom ese tamamad da giad shegidzliat gadmoscet kvela tkveni emocia, ikneba es uarkopiti tu dadebiti!! vpikrob da darcmunebuli var rom dzalian bevr adamians da ojaxs sadac es avadmkopoba bobokrobs dzalian exmarebit, umsubukebt da magalits achvenebt tu rogor arasdros ar unda tkvan arasdros, rogor ar unda dakargon imedi, rogor unda gaicinon,ukvardet,da zogadad rogor unda icxovron da ara iarsebon! kartvelebs ar vici ratom magram koveltvis cxveniat xolme taviant tkivilze, daavadebaze saubari, imdenad malaven rom xandaxan tavis tavtanac ki ar axiareben xolme, shesabamisad arc zomebis migebaze pikroben rac saboloo jamshi damgupveli! tkveni blogi am mxrivac mimachnia rom bevri adamianistvis magaliti ikneba da mixvdeba ro sircxvili araperia pirikit mtavaria rom shen gaimarjvo da ar dagamarcxos avadmkopobam. da shens megobrebtan axloblebtan ilaparako amaze imito ro tu gaimarjveb mere sxvebsac gadaarchen vinc am daavadebit aris shepkrobili! kidev ertxel didi madloba tkven, dzalian magrebi xart da darcmunebuli var rom kvelaperi gamogivat da bednierebi dzalian bednierebi iknebit!! tkven dzalian ketil sakmes aketeb am blogis saxit!!!

    ReplyDelete
  15. გამარჯობათ! როგორც ვიცი 24 ში უნდა დაგეწყოთ თერაპია...აბა როგორ არის პირველი ინექციის მერე? რახან ინსივოსაც იღებს, ეგ პრეპარატი ცხიმთან ერთად უნდა მიიღოს მკაცრად განსაზღვრულ დროში( ყოველ 8 საათში ) და ცოტას მოიმატებს წონაში...ნათია, მაინტერესებს როგორია ირაკლის ღვიძლის მდგომარეობა, ან ფიბროსკანი ან ბიოფსია ხომ არ გაუკეთებია?...საინტერესოა ასევე ალტ, ასტ, ს მონაცემები(სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, იგივე ლივერ პანელი) და სისხლის საერთოში თრომბოციტების რაოდენობა თერაპიის დაწყებამდე!
    აბა თქვენ იცით, წარმატებები :)

    ReplyDelete
  16. დიდი მადლობა ყველას თქვენი გამოხმაურებისთვის. ორივე სრული დატვირთვით ვმუშაობთ ბი-ბი-სიზე და ამიტომ ცოტა დაგვიგვიანდა მორიგი პოსტის გამოქვეყნება. აუცილებლად გაგცემთ პასუხს თქვენს შეკითხვებზე. უკაცრავად რომ სწრაფად ვერ ვახერხებთ რეაგირებას.

    ReplyDelete
  17. ნათია და ირაკლი მართლაც ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ. ღმერთმა ძალა და გამძლეობა მოგცეთ. მე შემიძლია გაგიზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც ჩემი ახლობლის ირგვლივ დაფიქსირდა. ის რუსეთიდან ჩამოვიდა აღნიშნული პრობლემით. უთხრეს რომ საქართველოში ჯობია შენი ფეხით წახვიდე, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხიმგებლობას იხსნიდნენ ექიმები. დალია რამდენი ქილა ბაობაბლაიფი და ადამიანი გამოჯანმრთელდა. ვირუსი არ კვდება ცხადია, მაგრამ რაც მთავრია ღვიძლის ფუნქცია ერთგვაროვანი გახდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თავის ფეხით დაბრუნდა რუსეთში, საიდანაც სულ სხვა გეგმებით გამოისტუმრეს. დღესაც იგი სრულყოფილი ცხოვრებით განაგრძობს საქმიანობას.
    კიდევ დაფიქსირდა რამდენიმე კარგი შედეგი საქართველოში. ეს რომ ვინმემ არ იცოდეს, ვფიქრობ დანაშაულია. მითუმეტეს, იცი რამდენ ადამიანს ჭირდება შენი დახმარება.

    ReplyDelete
  18. mzia12 February 2013 23:15
    მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთ კომენტარს და ჩემი მაგალითის შესახებ მოგიყვეთ. მოყოლა კი ყვირილი მინდა ყველას გასაგონად:

    2 წლის წინ ჩემს მეუღლეს აღმოაჩნდა ც-ჰეპატიტი. მაშინ იგი 37 წლის იყო და ვერ წარმოიდგენთ ამის შემდეგ რა გამოიარა ჩემმა ოჯახმა. დავიწყეთ მკურნალობა, რომელიც ერთი წელი გაგრძელდა. თუმცა სრულიად უშედეგოდ. მკურნალობის დასაწყისში ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებელი 137 იყო, „მკურნალობის კურსის“ დასრულების შემდეგაც მაჩვენებელი იგივე დარჩა. ამის შემდეგ მან გამოჯანრთელების ყოველგვარი იმედი დაკარგა. ჩავარდა დეპრესიაში, დაემართა ნერვოზი, უკვე არაფრის და არავის არ სჯეროდა, ოჯახში კი ყველას განგვიცხადა რომ არანაირ პრეპარატს არ მიიღებდა. მისი მკურნალობა დაგვიჯდა 10 000 დოლარმდე. გავყიდეთ ყველაფერი და დავრჩით ღია ცის ქვეშ. ამის შემდეგ სრულიად შემთხვევით გავიგეთ რომ არსებოდა ბაობალაიფი. ძალიან დიდი ძალისხმევა დამწირდა რომ მეუღლე მის მიღებაზე დამეყოლიებინა. მესამე კოლოფი მიღებისას კი დაიწყო საოცრებები: ჯერ რამდენიმე დღე მაღალი ცისხე მისცა და დაიწყო ტკივილები. მეექვსე დღიდან კი გაქრა სიცხები, აღარ ქონდა მუცლის შებერილობა, თანდათანობით ფერზე დაიწყო მოსვლა, მოემატა ენერგია. 4 ცალის დასრულების შემდეგ წავედით ტატიშვილის კლინიკაში. ვგაოცებას საზღარი არ ქონდა როცა შევიტყვეთ, რომ ღვძლის მაჩვენებელი 137-დან 48-მდე ჩამოვიდა. ეს სასაწაული იყო! ნორმა ყოფილა 42. მოიმატა 6 კილო, სავსეა ენერგიით, მიირთმევს ღორის მწვადებსაც და სასმელსაც კი. ჩვენმა მკურნალმა ექიმმა ვერ დაიჯერა, რომ ასეთი რამ მოხდა.

    ხალხო დრო არ დაკარგოთ და გაუფრთხილდი ოჯახის ბიუჯეტს. მიიღეთ ბაობაბაბლაფი და ნახავთ საოცრებებს. მადლობა უფალს რომ მე ამის შესახებ გავიგე. დღეს უკვე ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებით განვაგრძობთ ცხოვრებას. თქვენც იგივეს გისურვებთ!
    თუ დაგაინტერესათ სიამოვნებით მოგწერთ ჩემს ტელეფონსაც

    ReplyDelete
    Replies
    1. იქნებ თქვენი საკონტაქტო მომწეროთ, მადლობა წინასწარ.

      Delete
  19. maia13 February 2013 00:03

    მაია გ., 40 წლის, ვცხოვრობ აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ პატარა რაიონში. ქალური პრობლემების გამო ორივე საკვერცხეზე ვიყავი საოპერაციო. ექიმებთან სიარული დროს ყველა სიკეთესთან ერთად აღმოჩნდა რომ დავინფიცირდი. ესეც ერთი წლის შემდეგ გავიგე. ისე ცუდად ვიყავი რომ საერთოდ ფეხზე ვერ ვდგებოდი. ხშირად მიფიქრია თვითმკვლელობაზე აუტანელი მდგომარეობის გამო. ასეთი სიტუაცია რამდენიმე თვე გაგრძელდა: ც-ჰეპატიტის ვირუსული მაჩენებელი მქონდა 5 მილიონი, ღვიძლის ფუნქცია-250, თრომბოციტოპენიური პურპურა-1 ერთეული. ექიმების თქმით, ცოცხალი საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავი.
    ჩემი ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით დავიწყე ბაობაბლაიფის მიღება.ბევრი რომ არ გავგრძელო და ჩემი ამბის მოყოლით თავი არ მოგაბეზროთ გეტყვით ჩემს დღევანდელ მდგომარეობას: თრომბოციტების რაოდენობა ერთი ერთეულიდან თანდათან გაიზარდა და გახდა 180; ც-ჰეპატიტის ვირუსული მაჩვენებელი 5 მილიონიდან დავიდა 10 ერთეულამდე და ღვძლის ფუნქცია 250-დან გახდა 55. და ეს ყველაფერი 3 თვენახევრის განმავლობაში. ვარ საოცრად ენერგიული და სიცოცხლე მიხარია. მე მგონია ამით ყველაფერია ნათქვამია.
    გირჩევთ მხოლოდ ერთ, არ დაკარგოთ დრო ექიმებთან სიარულში. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ!

    ReplyDelete
    Replies
    1. . . . თემური . . .

      ქ-ნო მიაი,

      ბაობაფლლიაფის გაყიდვასთაბ გააქვთ რამე კავშირი? რაიმ კავშირი გააქვთ ქსელურ მარკეტინგთან?


      იმედი არა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალია აგრესიული გავხდები (ინეტრფერონუით მკურნალობა დავიწყე 2 საათსი წინ) :D.

      აბა გისმენთ . . .


      . . . თემური . . .

      Delete

    2. . . . თემური. . .

      ქ-ნო მიაია,
      ეს გამოხმაურება *და ასევე ქვემოთ (გრძელი, სისიხლის სამართლის კოდექსის მუხლის მითითებით) განკყთვნილი იყო ქანნი MZIA-სათვის. თუმცა ბოდიშს არ მოვიხიდი, მიტომ, რომ მოგნია ან ერთი და იგივე პირი ხართ ან კავშირი გაქვთ ამ თაღლითობასთან)

      . . . თემური. . .

      Delete
    3. ვერ დავიჯერებ რომ ასეთი ადამიანები არსებობენ რომ ადამისნ უჭირს და ნერვიულობს და ასეთი ადამიენბი კიდევ სარგებლობენ და ბაობაბლაიფს ურჩევენ ადამიანს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ არაფრის მაქნისია ეგ ბაობაბი, შოკში ვარ თუ კი მართლა იტყუებით, მაია და მზია

      Delete
  20. me mailzec mogceret da aqac davcer zalian ki shemeshinda, roca gavige rom c hepatiti maqvs d aqimtan mivedi, araferi utqvia tavis dasazgevvad magalitad esa tu is sakvebi anda sasmeli magalitad kava ar dalioo , tavidanve analizebi daminsihna da imis mereo ase ar vici zepirad aris tu ara hepatitio anu progrresireba igulisxma savaraudod ar viic, sakmaod zviria saqartveloshic konkretuli analizebis gaketeba magrma exla ufro mominda gavigo zirfesviana da droulad davicko dieta, or patara da lamaz shvils zalian vchridebi

    ReplyDelete
  21. saocrad kargi adamianebi xart,ramdenime dgis win davdeqi am sashineli problemis winashe, chems saqmros agmoachnda sruliad shemtxvevit, mteli cxovreba agveria , momdevno kvirashi mec unda wavide analizis chasabareblad,internetshi shemtxvevit wavawydi tqvens blogs, yoveltvis dzalian momwondit cal-calke da agmochnda rom ertad ufro kargebi xart,namdvilad saocari adamiani xar natia, warmatebebs gisurvebt da iraklis male gamojanmrtelebas ! imedia, mec shevdzleb mshvid cxovrebas davubrunde axla namdvilad sasowarkvetili var :(

    ReplyDelete
  22. IRAKLI MEC VMKURNALOBDI DA GANVIKURNE C-SGAN (4 900 000 ERtEULI)... TAVIDAN ROM GAVIGE C MQONDA 1 SAATSHI DAVBERDI. MACXOVRIS XATTAN DAVICHOQE DA VTXOVE OJAXS AR QONODA (RAC SABEDNIEROD ANALIZEBMAC DAADASTURA)...... EQIMEBS AR ECKINOS, RA TQMA UNDA DIDIA MAGATI WVLILI MAGRAM MAINC SHINAGANI RCMENAA MTAVARI, GMERTIS RWMENA... LOCVISAS CASHI VIKUREBODI DA VGRDZNOBDI ROM QRISTESGAN MODIODA "DAXMAREBA"... BEVRI SASWAULI MOXDA MKURNALOBIS PERIODSHI.. YVELAPERS RA DACERS.... MTAVARIA SHEVICVALE UKETESOBISKEN.... DAVAPASE KOVELI DGE, KOMELI AXLOBELI... (SHEN XOM ICI IRAAKLI RAS NISHNAV TANADGOMA chVENNAIRI XALXIStVIS)... bednieri xar gverdit eseti shegnebuli gogo rom gidgas....

    ReplyDelete
  23. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  24. ირაკლი წინასწარ გეუბნები რომ უეჭველი მორჩები.... ამ ბლოგში რატომღაც ვერ წავიკითხე რომ მკურნალობისას 3 ლიტრი წყლის (მინიმუმ) დალევაა საჭირო დღე–ღამეში.. ინტერფერონი და რიგავერინი აშრობს ორგანიზმს და საჭიროა შევსება... თავის ტკივილებს, თავბუსხვევას და გულის რევასაც ანეიტრალებს, აუცილებელია.....

    ReplyDelete
  25. . . . თემური . . .


    ყველას მოგესალმებით.

    ნათია და ირაკლი ძალიან კარგები ხართ. მალდობა საინტერესო ბლოგისთვის თუ შეიძლება დაწერეთ როგორ დამთავრდა მკურნალობა.
    მე დღეს გვიკეთე პირველი ნემსი ვიწყებ მკურნალობას (პეგასუსი+რიბავირინი). მაქვს ჰეპატიტი ც, გენოტპი -3.
    რაც მთავარია მაქვს საშინელი ფორმით ფსორიაზი სახის გარდა პრაქტიკულად მთელი ტანი დაფარული მაქვს რაღაცა საზიზღრობებით. არ ვიცი ეს რამდენად კავშირში ჰეპატიტთან. მითხრეს, რომ ინტერფრონი აძლიერებს ფსორიაზს (!). მეტი რაღა უნდა გაძლიეროს არ ვიცი. ალბათ გადავიქცევი ერთ რაღაცა გორათ (ბოდიში დეტალებისთვის)

    ნემსი გავიკეთე 13:30 ზე. ახლა არი 14:16. ჯერ ჯერ-ჯერობით ვერაფეს ვერ ვგრძნობ. ცოტა კარგ ხასიათზე მოვედი. ცოტათი გავს ზოგიერთ ნარკოტიკის ეფექტს. კარგი გაგებით (ნარკომანი ვიყავი 8 წლის წინ დაახლოვებით). შემდეგ ნემსს, რომ გავიკეთებ დავწერ ამ პირველ ნემსის ეფექტებს. ყველას გისურვებთ წარმატებებს. მეც მისურვეთ პლზ :)

    . . . თემური . . .

    ReplyDelete
    Replies
    1. თემურ, მოგესალმებით, გვერდითი მოვლენები ძალიან ინდივიდუალურია, ამიტომ შეიძლება თქვენ განსხვავებული რეაქცია გქონდეთ წამალზე, ან საერთოდ არ გქონდეთ (ასეთებიც ხდება).
      ირაკლის წინა მკურნალობაზე ნემსის გაკეთებიდან 1-2 საათში ეწყებოდა გვერდითი მოვლენები, ამჯერად 6 საათის მერე გრძნობს ტკივილებს.
      საშინლად გაურთულდა კანი, ძალიან გამოაყარა, ისე ექავებოდა, რომ მეგონა ხორცს მოიგლეჯსთქო:(
      თქვენს შემთხვევაში აუცილებელია მჭიდრო კავშირში იყოთ დერტმატოლოგთან, მართლაც ძალიან მწვავდება ფსორიაზი წამლის ფონზე და აუცილებელია სპეციალისტმა მონიტორინგი აწარმოოს.
      გთხოვთ, მოგვწერეთ როგორ იქნებით. იქნებ უახლესი ბლოგის კომენტარებში დაწეროთ, ძველი ბლოგების კომენტარებს არ ვამოწმებ ხოლმე. მეც მოგწერთ, სხვებიც წაიკითხავენ თქვენს პოსტს. რამდენიმე ადამიანმა წარმატებით იმკურნალა და ახლა სხვებს ეხმარებიან რჩევებით.
      რამდენიმე დღეში ჩაეშვება ჩვენი ორგანიზაციის საინფორმაციო ხაზი და იქაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება. ჩვენი დაარსებული პაციენტთა გაერთიანება შეეცდება დაეხმაროს ყველას, ვინც მკურნალობას გადის. მე მოგწერთ რომ გაგაგებინოთ რა სერვისები იქნება, როცა პროექტს მთელი დატვირთვით ავამუშავებთ.
      აბა დროებით და დარჩით ხაზზე,
      ნათია

      Delete
  26. . . . თემური. . .

    აი რას წავაწყდი ბაობაბ ლაიფზე ინფორმაიცის მოძიებისას:

    http://116.ru/forum/theme.php?id=537516&p=53



    ყველას წინასწარ გიხდით ბოდიშს, განსაკუთრებით ნათიას. არ ვიცი შეიძლება თუ არა ასეთი ტიპის პოსტების ბლოგზე გამოქვეყნება მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა:

    ქ-ნო მაია,

    ე.ი. იცით რა, თუ რა პრობლემების გადალახვა უწევთ ც ჰეპატიტის მკურნალ ადამიანებს, ვგულისხმობ ფინანსურ ნაწილს (ემოციურზე აღარაფერს ვამბობ) ანუ იცით, რომ
    ა) უმეტესობამ უნდა მოუყაროს თავი ისეთ თანხას, რომელიც შეიძლება საკუთარი თავისთვის არასოდეს გაიმეტო, თუ არა ისეთი უბედურება როგორც ჰეპატიტი;

    ბ) სავარაუდოდ უნდა გაყიდო რაღაცა მნიშვნელოვანი ქონება (ქართულ რეალოაბაში უძრავი ქონება ან სულაც საცხოვრებელი სახლი.

    გ) იცით, რომ უმეტეს შემთხვევაში ოჯახის წევრებმა მშობლებმა ან დებმა და ძმებმა ან შვილებმა უნდა მოიკლონ მნიშვნელოვანი ფინანსები რათა დაეხმარონ დაავადებულს;

    დ) იცით, რომ ამაზე ნებისმიერი ადამიანი ძალიან ღელავს. სულაც საკუთარი თანხით აკეთებდეს ამას. იმის შეგრძნება, რომ ამხელა თანხას აკლებ შენ შვილებს ან მეუღლეს პირადად შენი გულისათვის და მაინც აკეთებ ამას იმიტომ, რომ სხვა გზა არ გაქვს და მერე საშინლად განიცდი ამას.


    ყველაფერი ამის გთვალისწინებით გინდათ, რომ კიდევ მოატყუოთ ეს მართლა ცხოვრების შესაძლოა ყველაზე სერიოზულ გამოწეწვის წინაშე მდგარი ადამიანები და რაღაცა მიზერული სარგებლის სანაცვლოდ მისცეთ იმედი გამოძლოთ თანხა? ასეა. . . ?.

    ღმერთმა დაგიფროთ ყველა დაავადებისაგაან ამას როგორ გისურვებთ, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება თვიასუფების აღკვეთით 5 დან 10 წამდე.

    მუხლი 180. თაღლითობა

    1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, –

    ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

    2. იგივე ქმედება:

    ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

    ბ) არაერთგზის;

    გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

    დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

    ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

    3. თაღლითობა, ჩადენილი:

    ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;(ეს თქვენ გეხებათ ქ-ნო მიაი)

    ბ) დიდი ოდენობით;(ეს თქვენ გეხებათ ქ-ნო მიაი)

    გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, –

    ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

    მე-3 ნაიწლით იქნება კავლიფიცირებული თქვენი დანაშუალი (თუ რათქმანდა 10 ლარი არ ღირს თქვენი წამალი)


    . . .თემური. . .

    ReplyDelete
    Replies
    1. . . . თემური. . .

      ეს პოსტი განკუთვნილია MZIA-ს საპასუხოდ და არა ქ-ნი მაიას საპასუხოდ. თუმცა ბოდიში არ მოუხდი. და მან მშვენივრად იცის რატომაც არ მოუხდი ("ცისფერი მთები" (c) )

      . . . თემური . . .

      Delete
  27. სალამი . ყველას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ირაკლის თამადობით, მაქვს ც 6 წელია, არ ვიკლებდი არაფერს , მოკლედ ცუდად ვიცხოვრე, ეხლა ავიგე ანალიზები , და 2 ტვის წინანდელთან შედარებით ალტ 147 ასტ 129 გმტ 120 დაკლებულია ალტ 125 ასტ 111 გმტ 93 , პროტრომბინი მომატებულია 3 ერთეულით 69% , ერიტროციტებიც მომატებულია 210 , დანარჩენი ნორმაშია ყველაფერი ,ელენტამ მოიკლო ზომაში და ეხლა 2 სმ ითაა გადიდებული, მხოლოდ 2 თვის მკურნალობის მერე ალბუმინი დაეცა 38 დან 30,6 მდე და საერტო ცილა 62 დან 54 მდე ,ვიკეთე ჰეპტრალი დე მერე ფოსფოგლივი , ეხლა ვღებულობ პროტეინის ფხვნილს (protifar), მიკვირს თუ ფერმენტები წამოვიდა ძირს, მაშინ ალბუმინს რაღა დაემართა, ექიმმა (მე ქუთაისიდან ვარ და აქ კარგი ექიმები ჭირს) დიეტის და ბევრი სიგარეტის და რათქმა უნდა ჰეპატიტის ბრალიცააო (თან 2 თვის წინ ოჯახიც დამენგრა და საერთო დეპრესიის ფონზე თითქმის არაფერს ვჭამდი და 3 კოლოფს ვეწეოდი), ჰო ექომ ჰეპატოზი დამიწერა და ნაწიბურები არ გაქვს და არც სითხეო , ეხლა ფული დავაგროვე და ინტერფერონს ვიწყებ , მაინტერესებს ამ ანალიზებით როგორ ფიქრობთ დაგვიანებული ხომ არ არის თუ ამას დუდა მეტრეველი მეტყვის ან ჰეპა? ბოდიშს გიხდით ამსიგრძე წერილისთვის მაგრამ დეპრესიას ვეგარ ვუმკლავდები, მადლობთ და ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.......

    ReplyDelete
    Replies
    1. chems meugles akvs maseti machveneblebi, 3 jer miigo wamlebis kursi da ar daeca, geptrali, silarsili da sxva... axla chavutare kvaxis kursi da erti tve hepamerci granulebshi dgeshi samjer erti paketi, kvaxi moamzade shemdegnairad didi zomis xokora kvaxi, magar kaniani, zalian danitac ro ver gaxvret, aigeb da moachri tavs, amoacli lorcos da kaklebs, chaasxam natur maisis tapls daaxurav mochril tabs dadgam gril da bnekl adgilas, kvaxi jamze dade, tu gamovida tapli, sxva kvaxi moamzade da masshi gadaitane, ecade zalian magari kaniani ikido, 10 dge unda gaachero, shemdeg gadmocure da minis churchelshi chaasxi, shedgi macivarshi da miige samjer 100 grami, chamamde, sanam kvaxi momzaddeba, daicke hepamerci, kvela machvenebeli normashi chaudga, gaocebuli var, alt 46 ast 62roca 190 ver chamovikvanet, gisurvebt jamrtelobas tu gaaketebt gtxovt momcerot shedegi

      Delete