ნათია აბრამიას ბლოგი
ირაკლის
პირველი
ნემსი
24 იანვარს
უნდა გაუკეთდეს, ანუ მოსამზადებლად დრო ცოტაა. ვერ ვიტყვი, რომ მკურნალობის დაწყებას შიშით ველი, არ ვითვლი დღეებს, არ მაქვს დეპრესია ან პანიკა. ეს დღე მოვა, შევხედავთ, შევაფასებთ, ვნახავთ როგორია, გავიგებთ რას ითხოვს ჩვენგან და ვუპასუხებთ, როგორც საჭიროა.
როცა
2007-ში ირაკლიმ მკურნალობა დაიწყო,
ყველაზე რთული
პირველი დღე იყო. გარდა იმისა, რომ ძალიან ეტკინა, ორგანიზმა ვერ გაიგო რა მოუვიდა. მთელი ღამე კანკალებდა, შვიდი საბანი დავაფარე და მაინც ვერ გათბა. ირაკლიც და მისი სხეულიც მოულოდნელობისგან გაოგნდნენ.
ახლა შედარებით უფრო მომზადებულები ვართ, ვიცით რა შეიძლება მოხდეს. ასე მგონია, რომ მისი სხეულიც ისე არ დაიშოკება ნემსისგან,
როგორც მაშინ.
გუშინ ანა-მარიასთან ერთად წავედით პიცერიაში და დიდხანს ვისაუბრეთ ყველაფერზე. ბავშვი ცამეტი წლისაა, მაღალია და დიდ ადამიანს გავს, მაგრამ მაინც ბავშვია, თუმცა საკმაოდ ჭკვიანი.
- რა სიმპტომები
გაქვს? - საკმაოდ კომპეტენტური სახით დაუსვა ეს კითხვა ირაკლის.
ირაკლიმ აუხსნა, რომ ამ მომენტისთვის
თავს ცუდად არ გრძნობს, მაგრამ
სწორედ იმიტომაც არის C ჰეპატიტი ასეთი საშიში დაავადება, რომ ადამიანი წლების განმავლობაში შეიძლება იყოს ინფიცირებული და ვერ ხვდებოდეს, რომ C აქვს. მაშინ, როცა სიმპტომები ჩნდება ღვიძლის დაზიანების ხარისხი უკვე საკმაოდ მაღალია, ამიტომაც აუცილებელია
ყველა
ადამიანმა
სისხლის
ანალიზით
გამოიკვლიოს
აქვს
თუ
არა
ეს
დაავადება.
ინფექცია სისხლისმიერია,
შესაბამისად დაავადება საყოფაცხოვრებო
გზით არ ვრცელდება და ოჯახის
წევრისგან გადადების შემთხვევები მცირეა. მაგრამ სიფრთხილეს
თავი არ სტკივა და ჩვენც ყოველ
წელს გავდივართ შემოწმებას. ანა-მარია ამას საშინლად აპროტესტებს. ამბობს,
ფობია მაქვს ნემსზე და წელს გამოვტოვოთ, არ მინდა ანალიზის აღებაო. მაგრამ გუშინ
ვუთხარით, რომ მაინც მოუწევს.
ბრიტანეთში ბავშვებს სკოლაში ასწავლიან თუ
როგორი პროცესები მიდის თინეიჯერის ორგანიზმში, რა ცვლილებებს უნდა ელოდეს, რომელი
დაავადებებია გადამდები, როგორ უნდა დაიცვას თავი და ასე შემდეგ. ანა-მარიამ იცის,
რომ C ჰეპატიტი
შეიძლება დაემართოს ყველას, ვინც სილამაზის სალონში
ან დენტისტთან დადის, ვისაც სისხლის გადასხმა ან ოპერაცია გაუკეთებია. ისიც იცის, რომ ირაკლისგან ჰეპატიტი არ გადაედება
თუკი იკას საპარსს ან კბილის ჯაგრისს არ იხმარს. დიდხანს გვთხოვდა თავი დამანებეთ,
არ მინდა ყოველ წელს ანალიზიო, მაგრამ ბოლოს შევთანხმდით, რომ ერთ კვირაში
ექთანთან ერთად უნდა მივიდეთ.
ჩემი მეგობრის შვილმა, 16 წლის ასაკში გამოგვიცხადა:
რა მოხდა მამის საპარსით მარტო ერთხელ გავიპარსეო! ბავშვმა იცოდა, რომ მამას ჰეპატიტი
აქვს, მაგრამ აბაზანაში საპარსი დაჭირდა და უცებ რაც
დაინახა ის აიღო.
ამიტომ მგონია, რომ სულ უნდა უმეორო ბავშვებს რა შეიძლება და რა არა. თან მაინც
უნდა გადაამოწმო.
გუშინ ანა-მარიას ვუთხარით,
რომ მკურნალობის დროს
ირაკლის შეიძლება ძლიერი ტკივილები ქონდეს და ამ დროს
მისი დახმარება დაგვჭირდება. მოუწევს არ იხმაუროს, ანგარიში
გაუწიოს და რითაც შეძლებს
გაუადვილოს მდგომარეობა.
- კიდევ რა გვერდითი მოვლენები გექნება? (იკითხა ისევ კომპეტენტური სახით).
- აღზნებადობა და დეპრესია. წინა ჯერზე როგორ ვიყავი იმას თუ გავიხსენებთ,ძალიან მაღიზიანებდა ხმები და სუნი, განსაკუთრებით როცა ვიღაცა გვერდით მიზის და პირს აცკლაპუნებს, ან საჭმლის შემდეგ ხელი არ დაიბანა და თევზის სუნი აქვს... ყველაფრის მიმართ საშინლად მგრძნობიარე ვხდები, - ეუბნება ირაკლი.
- შენ
ხომ მაგაზე ისედაც გეშლება ხოლმე ნერვები. ოთახში რომ შემოვდივარ,
კარს არ ვხურავ და მერე შენ რომ მეჩხუბები, ახლა ეგეც მკურნალობას უნდა დააბრალო?
კარს არ ვხურავ და მერე შენ რომ მეჩხუბები, ახლა ეგეც მკურნალობას უნდა დააბრალო?
- ისედაც რაზეც გსაყვედურობდი იმაზე კვლავ გისაყვედურებ, უბრალოდ მკურნალობის დროს შეიძლება ვერ მოვზომო და არაადეკვატური ვიყო - უხსნის ირაკლი.
“არაადეკვატური”
კარგი სიტყვაა, მაგრამ ის არ გამოხატავს
იმას, თუ როგორ ჩხუბობდა წინა მკურნალობისას იკა. ყველაფერი აღიზიანებდა, ყველაფერზე ნერვიულობდა! გაათმაგებული ენერგიით ბრაზობდა იმაზე,
რაც მართლა გასაბრაზებელია და იმაზეც, რასაც
მკურნალობამდე საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას.
ყოველი ნემსის შემდეგ 2-3 დღე საშინელი ტკივილები
ქონდა და ამ დროს
განსაკუთრებით ფეთქებადი იყო.
ერთხელ მეგობარმა სასრიალოდ დაგვპატიჟა ავსტრიაში, ირაკლიმ თან წამოიღო ინტერფერონის ნემსი სპეციალურ კონტეინერში და იქ გაიკეთა ინექცია. ჩვენდა გასაოცრად არანაირი ტკივილი არ დაეწყო. არც ღამით და არც მეორე დილას არ ქონია სიცხე, ქავილი, ოფლიანობა, ძვლების და სახსრების მტვრევა, თავბრუსხვევა, გულისრევა და ყველა სხვა ჩვეული სიმპტომი.
ამიტომ დილით ტრასაზე
გავედით და ანა-მარიასთან ერთად
საბაგიროზე მოვინდომეთ დაჯდომა. ანა-მარიას ჯოხი დაუვარდა, ასაღებად
დაიხარა და სკამიდან გადმოვარდა.
ეს იმდენად წამიერად მოხდა, რომ რეაგირებაც კი
ვერ მოვახერხეთ და მის გარეშე
დავიძარით. მერე დავინახეთ, “კანატჩიკმა”
7 წლის ბავშვი მარტო როგორ დასვა ჩვენს შემდეგ სკამზე. ის კაცი პატიოსნად
ცდილობდა ანა-მარიასთვის ჩაეკეტა სკამი, რომ პატარა უსაფრთხოდ
მჯდარიყო, მაგრამ ვერ მოასწრო ამის
გაკეთება. 10 წუთის განმავლობაში ვუყურებდით ღია საბაგიროს სკამზე
როგორ იჯდა მარტო 7 წლის
მოუსვენარი ანა-მარია.
ეს იყო კოშმარი!
ახლაც თვალწინ მიდგას.
ბავშვი გაუჩერებლად წრიალებს და ტრიალებს, ხან
წინ გადმოიხრება, ხან რაღაცას დაგვიძახებს,
ხან ცდილობს თვითონ ჩამოწიოს ფეხის დასადები, მთელი ძალით ექაჩება, ხან მარჯვენა მხარეს
ხელის ჩასაჭიდს ეთამაშება, ხან მარცხენა მხარეს
გადაცოცებას ლამობს!!!
მე უბრალოდ თავი
მოვატრიალე... მივხვდი, რომ ამის ყურებას
აზრი არ აქვს, არ
შეიძლება ახლა დაუძახო, გაჩერდი
ნუ მოძრაობ! დიდი შანსია ვერ
გაიგოს, დაიყვიროს - რა დედა? და
ისე გადმოიხაროს წინ
და მართლა ჩამოვარდეს. ირაკლი ხმამამაღლა ლოცულობს და თან ჩურჩულით
ეხვეწება, “ოღონდ ახლა ნუ მოძრაობ,
ოღონდ ახლა გაჩერდი”.
რაღა ბევრი გავაგრძელო,
მთის წვერზე რომ ავედით
და ბავშვი სკამიდან გადმოვიყვანეთ ირაკლი იქვე თოვში ჩაიკეცა
და ხმამაღლა ტირილი დაიწყო. ტირილს ვინ ჩივის, იმის
წარმოდგენაზე თუ რა შეიძლება
მომხდარიყო ისე ცუდად გახდა,
რომ ერთდროულად ყველა სიმპტომი დაეწყო. რაც კი უკუჩვენება
შეიძლება ქონოდა წამლისგან, ყველაფერი წამიერად მოერია.
მაშინ ანა-მარია იმდენად პატარა იყო, რომ იმის ახსნაც კი
არ დამიწყია თუ რას ნიშნავს
ინტერფერონით მკურნალობა. ბავშვი მიხვდა, რომ რაღაც საშინელი
შეიძლებოდა მომხდარიყო. საღამოს აკანკალებულ ირაკლის ეკითხებოდა, მე ხომ არაფერი
მომივიდა და შენ რატომ
იქცევი ისე, თითქოს ჩამოვვარდიო.
მაგრამ მასთან საუბრს აზრი არ ქონდა.
ის რაც საბაგიროზე გადავიტანე
ჩემთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. მაგრამ მე
ვინერვიულე, ავღელდი, მერე ძალა გამომეცალა
და მერე დავმშვიდდი, როგორც
ამას ჯანმრთელი ადამიანები აკეთბენ. ირაკლისთვის კი ეს ინცინდენტი
ფსიქიურ და ფიზიკურ კოშმარად
გადაიქცა. წამლის ფონზე მისთვის შეუძლებელი გახდა სტრესთან გამკლავება და რამდენიმე დღით
მწყობრიდან გამოვიდა
.
საქართველოში ხშირად
გამიგია, ინტერფერონით მკურნალობა თავიდან კი ძნელია, მაგრამ
პაციენტები მერე ეგუებიანო. არადა
მხოლოდ ოჯახის
წევრებმა იციან სინამდვილეში რას ნიშნავს ეს მკურნალობა და როგორი შეუძლებელია
მასთან შეგუება.
ახლა ანა-მარია უკვე დიდი ადამიანია
და ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე,
თუ როგორი მნიშვნელოვანია პაციენტისთვის გარემო, ემოციური ბალანსი, მშვიდი ფონი და პოზიტიური
განწყობა. ინტერფერონის თითოეული ნემსი ადამიანზე მიწისძვრასავით მოქმედებს, ანგრევს მას. თუ მის
ირგვლივ ყველაფერი აჭრილი და არეულია, მას
ძალიან გაუჭირდება სიტუაციასთან გამკლავება. თუ მის ირგვლივ
მშვიდი და მოსიყვარულე ხალხია
და გარემოც სტაბილურია, ყოველი მიწისძვრის შემდეგ ის ახერხებს ვიღაცას
ან რაღაცას მოეჭიდოს, ძალა მოიკრიბოს, ბალანსი
აღიდგინოს და ფეხზე წამოდგეს,
რომ შემდეგი ნემსისთვის მოემზადოს.
რა თქმა უნდა, არც მისი მდგომარეობაა
იოლი, ვისაც პაციენტი
“ეჭიდება”. ბრიტანეთში მკურნალობის დროს ოჯახის წევრს
შეუძლია მოითხოვოს ანტიდეპრესანტები და ფსიქოლოგის დახმარება, ამას
სახელმწიფო აფინანსებს, ისევე როგორც მკურნალობის სრულ კურსს, რომელიც
საკმაოდ ძვირი ჯდება. თუმცა რა ანტიდეპრესანტი გიშველის, როცა უყურებ
როგორ იკლაკნება ტკივილისგან შენი საყვარელი ადამიანი?!
ისე თავიდან კი დავწერე მზად ვარ პირველი ნემსის და ამ კურსის დაწყებისთვის მეთქი, მაგრამ ერთი რამ უნდა ვაღიარო. ახლა რომ შემეძლოს, ფირივით გადავახვევდი მომავალს და ხვალ პირდაპირ მკურნალობის დასრულების დილას გავიღვიძებდი.
P.S.
სწორედ იმიტომ, რომ ასეთი რთულია მკურნალობა, მნიშვნელოვანია დაავადების გამოვლენა ადრეულ სტადიაზე მოხდეს, მაშინ როცა მასთან გამკლავება ამ დამანგრეველი კურსის გარეშეც შეიძლება. მე რომ შემეძლოს, სათითაოდ ყველა
ადამიანს მივუახლოვდებოდი და ვეტყოდი: იმის დადგენა, გაქვს თუ არა C
ჰეპატიტი მხოლოდ
ანალიზით არის შესაძლებელი!!! თუკი C გაქვს და ამას დროზე გაიგებ, შეიძლება ეს საშინელი
მკურნალობა თავიდან აიცილო!

