თბილისიდან ხშირად გვიკავშირდებიან და გვთხოვენ ვურჩიოთ კარგი ჰეპატოლოგი.
სამწუხაროდ, ადამიანებს ვერაფრით ვეხმარებით; არც მოქმედი ექიმები ვიცით, არც მათი კოორდინატები.
გადავწყვიტეთ უბრალოდ ჩვენი აზრი დავწეროთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაარჩიო კარგი ექიმი ცუდისგან.
ცუდი ჰეპატოლოგი:
- პაციენტის თანდასწრებით იწყებს ვიშვიშს და ქოთქოთს:
- აქამდე როგორ მიიყვანე საქმე? ცელქობდი?
მერე ყვება, რომ მისი მეორე პაციენტის (ცნობილი მომღერლის ძმა ან პარლამენტარის ვაჟი) ზუსტად ანალოგიურ დღეშია, რადგან ცხრამეტი წლიდან იჩხირავდა; - ნაჩქარევად სვამს ფატალისტურ დიაგნოზს:
- ციროზის კანდიდატი ხარ!'მარჩიელობს' იმაზე, თუ რამდენ ხანს 'გაქაჩავს' პაციენტის ღვიძლი, თუ დროზე არ მიხედა!
(ირაკლის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ სრულყოფილად არც კი იყო გამოკვლევები ჩატარებული მაშინ, როცა ექიმი ეუბნებოდა, მაქსიმუმ ხუთი წელი იცოცხლებ კიდევო); - გადადის სხვა ექიმების და მათი დანიშნულების კრიტიკაზე:
- მაგან რა იცის, გამაგიჟებს ეს ხალხი; - ითხოვს განუზომელი რაოდენობით ანალიზების გაკეთებას, თანაც აუცილებლად მის მიერ მითითებულ ლაბორატორიაში:
- უთხარი, რომ ჩემგან ხარ და აჩვენე ეს მიმართულება!
(ეს საკითხი ჩვენს განსაკუთრებულ ბრაზს მას შემდეგ იწვევს, რაც ირაკლის ერთმა ექიმმა დაჟინებით ურჩია მისივე კლინიკაში ძალიან ძვირადღირებული და სრულიად არასაჭირო გამოკვლევის ჩატარება. კარგია, თუ ექიმი მეტად ენდობა რომელიმე კონკრეტულ ლაბორატორიას და იმიტომ აგზავნის პაციენტს იქ. მაგრამ დღემდე არ მესმის, რატომ ჩათვალა ექიმმა, რომ ირაკლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით გამოკვლევა ჭირდებოდა); - არ საუბრობს იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია სასმელზე უარის თქმა, ჯანმრთელი კვება და ვარჯიში:
- ბევრის დალევა არ შეიძლება, მაგრამ ხანდახან ჭიქის აწევა არაა პრობლემა, ჭამით კი, რაც გინდა ის ჭამე! - პირდაპირ იწყებს მკურნალობაზე ლაპარაკს და არ აწვდის პაციენტს ინფორმაციას დაავადების მართვაზე. მისი რჩევების შესასრულებლად ყოველთვის საჭიროა რაღაცის ყიდვა, რაღაცაში თანხის გადახდა (მაგალითად, საძილე ტაბლეტები და არა შხაპის მიღება ძილის წინ). მისი აზრით, C ჰეპატიტთან კავშირში არ არის ვარჯიში, ბალანსირებული კვება, დიეტა, კარგ ფიზიკურ და მენტალურ ფორმაში ყოფნა;
- მკურნალობის დაწყებამდე არ აწვდის პაციენტს ინფორმაციას გვერდით მოვლენებზე:
- თავიდან ყველას უჭირს, მაგრამ მერე ყველა ეჩვევა.
კარგი ჰეპატოლოგი:
- მშვიდია და საქმიანი, პაციენტს უხსნის, რა პროცესები მიდის მის ღვიძლში, როგორ მოქმედებენ ისინი ადამიანის განწყობაზე და შრომისუნარიანობაზე;
- დეტალურად ეცნობა მისი ცხოვრების წესს, ეკითხება როგორ იკვებება, როგორი რეჟიმი აქვს, ასევე ესაუბრება მის თანამგზავრს (ოჯახის წევრს ან მეგობარს) იმაზე, თუ როგორი მხარდაჭერა ჭირდება C ჰეპატიტის მატარებელს;
- პაციენტს ესაუბრება დეპრესიის მართვაზე, აღგზნებადობაზე და ძილის მოწესრიგებაზე;
- ხაზგასმით ურჩევს შეამციროს მარილის და შაქრის მიღება, ბალანსირებულ კვებაზე გადავიდეს, ალკოჰოლი არ დალიოს და ნაკლებად ჭამოს ცხიმიანი. პაციენტს უკონკრეტებს, რომ ცხოვრების წესის ცვლით C ჰეპატიტი არ განიკურნება, მაგრამ დაავადების პროგრესი შენელდება;
- პაციენტს ეუბნება, რომ სწორ კვებასთან ერთად აუცილებელია იმუნიტეტის გაძლიერება და ვარჯიში. აქვე იმასაც დასძენს, რომ ზომიერი ფიზიკური დატვირთვა საუკეთესო საშუალებაა დეპრესიის თავიდან ასაცილებლად;
- ყურადღებას ამახვილებს სტაბილურ წონზე, რადგან წონაში მატება (ისევე როგორც სწრაფად დაკლება) ძალიან ცუდად მოქმედებს ღვიძლზე;
- იწყებს საუბარს დაავადების მართვაზე და მერე გადადის შესაძლო მკურნალობაზე. (პაციენტს რომც ქონდეს მკურნალობის შესაძლებლობა, თერაპიის დაწყებას დრო ჭირდება. ამასობაში ადამიანს შეუძლია ძალიან ბევრი რამ გააკეთოს საკუთარი ჯანმრთელობისთვის);
- ამზადებს პაციენტს მკურნალობის და მისი გვერდითი მოვლენებისთვის;
- ინფორმაციის მისაღებად ეკითხება პაციენტს მის ნარკო ან ალკოჰოლდამოკიდებულებაზე, ადგენს რამდენი ხნის განმავლობაში და რა სიხშირით იყო ის მომხმარებელი. ამას აკეთებს, რომ შეიქმნას წარმოდგენა ღვიძლის მდგომარეობაზე, კითხვების დასმისას მისი ტონი და სახის გამომენტყველება არის ისეთივე საქმიანი, როგორც მაშინ, როცა კითხულობს:
- ეწევით? რამდენი წლის ხართ? - აძლევს დამატებით საკითხავს C ჰეპატიტზე, მის მართვაზე და მკურნალობაზე. მიუთითებს, სად შეიძლება პაციენტმა მეტი გაიგოს საკუთარ დაავადებაზე. იქვე აფრთხილებს, რომ ინტერნეტ საიტებზე შესაძლოა არასწორი და დამაბნეველი ინფორმაციაც იყოს გამოქვეყნებული.
კარგი და (ჩვენი სტანდარტებით) ცუდი ექიმი კიდევ ყურადღებას აქცევენ ბევრ ისეთ დეტალს, რომელზე ჩვენ დაახლოებითაც კი არაფერი ვიცით, რადგან სამედიცინო განათლება არ გვაქვს. ჩვენ მათი პროფესიონალიზმის შეფასება არ შეგვიძლია დიაგნოზის დასმის და მკურნალობის დანიშვნის კუთხით. მაგრამ უკვე შვიდი წელია კლინიკიდან კლინიკაში დავდივართ, ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრ ცუდ და კიდევ უფრო მეტ კარგ ექიმს შევხვედრივართ. ამიტომ ჩამოგვიყალიბდა ‘კარგის’ და ‘ცუდის’ შესახებ საკუთარი შეხედულება, რომელიც ახლა უკვე თქვენც გაგიზიარეთ. მოგვწერეთ, თუკი არ გვეთანხმებით.
ირაკლი იმნაიშვილი
ნათია აბრამია
მარიამ ქოჩიაშვილის ფოტო
ნათია აბრამია
მარიამ ქოჩიაშვილის ფოტო
natia, shen gaixare aseti mnishvnelovani sakitxis camochristvis. eqimebis etika namdival didi problemaa saqartveloshi. nu mickens am dargis specialistebi (mat shoris etikurebi namdvilad bevrni arian) magram es problema janmrteli kritikis sagani unda gaxdes. titoeuli pacientis anonimuroba unda ikos daculi (saqartveloshi amis pupuneba mxolod shidsianebs aqvt),me piradad ar momcons eqimebis skeptikuri damokidebuleba avadmkopis kvebiti rejimis mimart. arsebobs mteli rigi produqtebi, romlebic bunebrivi mkurnalebi arian da tu sabolood ar gamogajanmrtelebs, namdvilad daexmareba qimiur camlebs. rodesac eqimi gadagicuravs imeds da ' uuuf eg arapers ar shevlis' ase gipasuxebs, scrapi gamojanmrtelebis msurveli pacientc ivickebs produqtebis am unikalur tvisebas.
ReplyDeletekidev reti mnishvnelovani ram, minda rom eqimebs qondet patara leaflet-ebi sadac ara samedicino terminologiit iqneba mocodebuli mokle info daavadebis shesaxeb,misi gverditi movlenebi, ojaxis cevrebistvis da sazogadoebistvis riski... da es purceli eqimma misces avadmkops (masac dro daezogeba da pacientic miigebs garkveul informacias).......
natia kidev ertxel didi madloba me shemizlia usasrulod visaubro am temaze :)) imedi maqvs sazogadoebis gaaqtiurebisa am mimartulebit. kvelastvis kargi shedegi dadgeba.
Gamarjoba
ReplyDeleteNatia, irakli. Didi madloba tqvens mier sheqmnili blogistvis, yoveltvis yuradgebit vecnobi tqvens mier mocodebul informacias da sakmaod gansxvavebuli kutxit shevxede am daavadebas.... Uxeshad ro vtqvat atianshi gaartyit qarvtveli eqimebis agcerashi...titkmis yvela klinikashi aqtiurad xdeba zecola da mati azris moxveva ro mxolod mat klinikashia sauketeso laboratoria da sxva mravali... Ikneb tqvens mier daceril statiebs gadaxedon da exla mainc gamoascoron tavianti mispdgoma pacientebtan.. Didi madloba
Mogesalmebit,
ReplyDeletepirvel rigshi janmrtelobas gisurvebt, mzegrdzelobasa da dgegrdzelobas. saertod, ar vertvebi/vekhmaurebi kholme statiebs, magram es is shemtkhvevaa, rotsa minda gtkhovot da mogitsodot rom ganagrdzot khalkhis damshvideba da pozitiuri informatsiis mitsodeba. rogor ar dagetankhmot, rotsa mkholod c hepatitis ki ara, samstukharod, kvela daavadebis shemtkhvevashi asea. vpikrob, es mkholod ekimebis ara, sazogadoebis bralitsaa. dartsmunebuli var, tkveni statiebis shemdeg patsientebs shesadzlebloba eknebat gaanalizon da gaiazron rom ekimtan vizitis shemdeg sitsotskhle ar sruldeba. khshir shemtkhvevashi pirikit, gemateba brdzolisunarianoba da meti shemartebit itskeb problemis gamklaveba/gadachras. tkveni gamokhmaureba da adamianebze am pormit zrunva stsored is magalitia, rats kvela chventaganistvis misabadzi unda ikos. madlobas gikhdit amistvis da kidev ertkhel gtkhovt khshirad vutkhrat ertmanets rom kvelaperi kargad ikneba...
თქვენ ექიმები ბრძანდებით??? საერთოდ ჩვენთან ყველა არაექიმმა გაცილებით მეტი იცის მედიცინაში ვიდრე თვით ექიმებმა. (ზოგჯერ ეს მართლაც ესეა -- განსაკუთრებით ახალგაზრდა ექიმები -- 90-იან წლებში ყველგან, ყველა სარდაფში სამედიცინო ინსტიტუტები რომ გახსნეს და 300$ ამთავრებდნენ ინსტიტუტს).თავის კლინიკას აქებსო , დიახ ესეა, ესეც ამ ცხოვრებამ მოიტანა; სად გინახავთ ვინმე თავის საწარმოს აძაგებდეს ან თავის პროდუქტს; ვერც ყველა ლაბორატორიას და ყველა ლაბორანტს ენდობა კაცი;რაც შეეხება კვებას--დიეტას , იცოცხლეთ ძალიან კარგია ცხოვრების ჯანსაღ წესს მიყვე მაგრამ ამის შესაძლებლობა ათასიდან ერთს თუ ექნება ალბათ. ამიტომ სანამ რაიმეს დავწერთ ან ვიტყვით ჯერ ყველაფერი გავაანალიზოთ მგონი აჯობებს , თორემ ყველას ერთ ქვქბში ჩაყრა და ლანძღვა ადვილი კი არის მაგრამ ჩვენ აქედან რა ხეირი გვექნება!!!
ReplyDeleteწარმატებებს გისურვებთ; გფარაფდეთ უფალი ჩვენი!!!
ნათია გთხოვ მიპასუხო. ჩემს შვილს 8 წლის დათუნას დაგნოზს ვერ უსვამენ აქვს მუცელში წყალი აქაური ექიმები მხრებს იჩეჩავენ...ღვიძლის გადანერგავას საჭიროებსო.ინებ მასწავლო რა ვქნა?საქართველოში ან საზღვარგარეთ ვის მივმართო...პატივისცემით ნინო გვაზავა
ReplyDelete599022267
ReplyDelete