ანალიზების შედეგებმა
ისე გამახარა, რომ საავადმყოფოს საპირფარეშოში შევედი და დიდხანს სარკეში ვიყურებოდი. კარგად მინდოდა დამეთვალიერებინა
ეს ბედნიერი ადმიანი, რომელსაც მკურნალობის
შედეგად ვირუსების რაოდენობა 170 000-დან
15-მდე დაუვარდა სულ რაღაც 4 კვირაში.
სარკესთან დიდად
შინაარსიანი დიალოგი არ გამომივიდა. ძირითადად ერთი ფრაზა ჩავიხვიე, რომელის გამეორებაც
საოცარ სიამოვნებას მგვრიდა:
ირაკლი სარკესთან
: არა რა დაგლიჯა?
ირაკლის ანარეკლი
: აბა შენ ეგა თქვი.
ირაკლი სარკესთან
: არა ისე მართლა დაგლიჯა რა.
ირაკლის ანარეკლი
: ძალიან.
ირაკლი სარკესთან
: მაგარი დაგლიჯა, მ ა გ ა რ ი.
ირაკლის ანარეკლი
: საოცარია.
დიალოგი პირის გაღების
გარეშე მიმდინარეობდა. ეს ბოლო ხანი, ძალიან მეზარება ლაპარაკი. საოცრად მღლის. რაღაც მიზეზი მომეცა და ნათიას მთელი 5 დღით გავებუტე.
თბილისთანაც არ მისაუბრია სკაიპით.
ბიძაჩემმა ძალიან გააპროტესტა ეს დუმილი. მესამე
დღეს ფეიბუკზე მომწერა: სად დაგვეკარგე? დაგვენახე!
დღეს თავს ძალა დავატანე და დავენახე.
საერთო ჯამში მკურნალობა
ნორმალურად მიდის. არ მაქვს ისეთი მწვავე გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სახსრების
მტვრევა და მაღალი სიცხე.
ერთადერთი ხასიათში მოიღრუბლა.
სულ მარტო მინდა
ვიყო... სიჩუმეში. არ გეგონოთ, რომ გაშტერებული ვწევარ და ჭერში ვიყურები.
ვკითხულობ, დოკუმენტურ
ფილმებს ვუყურებ. უი ეს ბოლო ხანები ხმამაღლა ლექსების კითხვა დავიწყე, თანაც გამოთქმით
და მონდომებით.
ნათიას არ შეუძლია
ასეთ მუდო მდგომარეობის ატანა. თავის ტკივილი ეწყება და დეპრესია უნვითარდება. ჩვენი
მეგობრები, რეგულარულად იკრიბებიან პიკნიკებზე და ნათიაც
გარბის ჩემი ვაკუუმიდან.
მე და ახმატოვა
ერთ დღეს დავიბადეთ
|
მე სახლში ვრჩები
და:
Слава тебе, безысходная боль!
Слава тебе, безысходная боль!
Умер вчера
сероглазый король.
Вечер осенний был
душен и ал,
Муж мой,
вернувшись, спокойно сказал:
"Знаешь, с
охоты его принесли,
Тело у старого дуба
нашли.
Жаль королеву. Такой
молодой!..
За ночь одну она стала
седой".
Трубку свою на камине
нашел
И на работу ночную ушел.
Дочку мою я сейчас
разбужу,
В серые глазки ее
погляжу.
А за окном шелестят
тополя:
"Нет на земле твоего
короля..."
არა ისე მართლა დაგლიჯეს ანალიზის შედეგებმა?!
waw! such a great news! gaixare, gaixaret da keep fighting!
ReplyDeleteP.S. :P ar vicodi feisbukis accountis gareshe tu annonimurad momicevda dapostva, ase rom tkveni tiniko nogaidei-micheliiii <3
რა კარგია!..
ReplyDeleteგამოჯანმრთელებას გისურვებ, ირაკლი.. :)
irakli gagaxaros gmertma!! rogor gagvaxare! gilocavt da bevrs gkocnit!
ReplyDeleteგილოცავ ირაკლი!!! (y) 15 ვირუსი არაფერია, ჩათვალე რომ აღარ არის! აი ეგ არის ინსივიკი!
ReplyDeleteერთი კითხვა მაქვს: პირველი თერაპიის დროს რა შედეგი გქონდა 4 კვირის მერე გაკეთებულ პსრ ში?
და კიდევ მთავარი! რაო ექიმმა, ჩამოდიხარ 24 კვირაზე თუ ისევ ერთწლიანზე მიდიხარ?
გადასარევი ამბავია. გილოცავ :) მართლაც დაგლიჯა შედეგებმა.
ReplyDeletegilocavt,dzalian gamixarda.....
ReplyDeleteძალიან კარგ საქმეს აკეთებთ წერილების წერით.სხვა ადამიანებსაც ენერგიით ავსებთ და ბრძოლისკენ უბიძგებთ.დიდი მადლობა!
ReplyDeleteდაგლიჯა! :)) გამიხარდა!
ReplyDeleteსრულად გამოჯანმრთელებას გისურვებ, ღმერთმა დაგლოცოს. ყველაფერი კარგად იქნება მჯერა.
ReplyDeleteერთი კითხვა მაქვს თბილისში რომელ ექიმს მირჩევდით? ანალიზებისას მცირე რაოდენობის აღმოჩნდა სრულიად შემთხვევით გავესინჯე. მერე ერთმა ექიმმა რონკოლეიკინით (იმუნიტეტის გამაძლიერბელი) გამოხვალო მგომარეობიდან ეს ნემსი ყოველ მეოთხე დღეს კეთთდება და თვეებია რაგაც წამლებსს მის მოცემულ მისამართებზე ვყიდულობ, ასევე კოველ კვირა ვიზიტებზე მიბარებს და მაინც შედეგი არ არის :( მგონია რომ რაგაც სულ სხვა სუნი უსდის ამას ! ამიტომაც ვედძებ ექიმს რომელიც პროფესიონალურად მკურნალობს და სრულად მეცოდინება მდგომარეობა ყოველი კურსის შემდეგ რა თქმა უნდა მესმის რომ ეს ესე უცებ არ ხდება მაგრამ მაინც :).
უკაცრავად რომ დროულად ვერ გიპასუხეთ.
ReplyDeleteჩვენ დავაარსეთ ორგანიზაცია რომლის მიზანია მიაწოდოს ხალხს ინფორმაცია ჰეპატიტის შესახებ. www.hepatiti.ge მოძიეთ ინტერნეტში, ან დარეკეთ 2 904 400 და დაგეხმარებიან ჩვენი თანამშრომლები