ერთი კვირის წინ
დავიწყე მკურნალობის კურსი. ლონდონში, წმინდა მარიამის სახელობის კლინიკის მეათე სართულზე
ღვიძლის განყოფილებაში პირველი ნემსის გასაკეთებლად
ერთად მივედით მე და ნათია. წინა მკურნალობის დასასრულს, 48-ე ნემსი რომ გავიკეთე რას
წარმოვიდგენდი რომ კვლავ
მომიწევდა აქ მოსვლა.
ნათიასათვის ჩემი
მკურნალობა არანაკლებ რთული გადასატანი იქნება, თუმცა არ იმჩნევს და ყოველი ხელსაყრელი
მომენტისას თვალს მიპაჭუნებს.
ინგლისში მკურნალობის
დროს, პაციენტს უშუალო კონტაქტი აქვს მედ დასთან
და არა ექიმთან. ჩემმა ექთანმა პრეპარატების მუშაობის პრინციპის ახსნით დაიწყო:
- მისტერ იმნა..შილი. (ჩემი გვარის წარმოთქმაზე ერთხელ
ცალკე ბლოგს დავწერ). მკურნალობის კურსი სპეციალურად
შექმნილია მათთვის ვისაც აქვს C ჰეპატიტის 1B გენოტიპი. ის ძალიან ეფექტურია
მათთვის, ვისიც პირველი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. ანუ ეს კურსი თქვენნაირი პაციენტებისთვის
შეიქმნა. 1B გენოტიპი გამოირჩევა სტანდარტული ინტერფერონ თერაპიისადმი
მდგრადობით. სწორედ ამიტომ, თქვენი პირველი მკურნალობა, რომელიც 48 კვირა გაგძელდა
და თქვენთვის საკმაოდ რთული გადასატანი იყო, უშედეგო აღმოჩნდა. მკურნალობის ახალ კურსს
ტრიპალ-თერაპია ჰქვია. სტანდარტულ 2 პრეპარატს: პეგილირებული ინტერფერონი (ნემსი) და რიბავერინი (ტაბლეტები), დაემატა მესამე კომპონენტი
ტელაპრევირი. მესამე კომპონენტმა მკურნალობის
კურსი უფრო რთულად გადასატანი გახადა. სამაგიეროდ წარმატების შანსი უფრო მაღალია -
65%დან 85%-მდე ავიდა განკურნების შანსი.
ეს ყველაფერი ათასჯერ
მაქვს მოსმენილი, თავად ამ ექიმს პირადად ჩემთვის ხუთჯერ მაინც ექნება მოყოლილი, მაგრამ
წესია ასეთი, კიდევ უნდა ამიხსნას.
- რაიმე შეკითხვა,
ხომ არ გაქვთ მისტერ იმნა...
- არა ყველაფერი გასაგებია.
- გვერდით მოვლენებზეც
უნდა მოგახსენოთ. ინტერფერონის მიერ გამოწვეულ უმადობას, უძილობას, ანემიას, დეპრესიას,
სახსრების მტვრევის განცდას, თმის ცვენას, ოფლიანობას, დაღლილობასა და ზოგ შემთხვევევში
მაღალ სიცხეებს, კანის სიმშრალე და ქავილი
ემატება.
- ერთი შეკითხვა
მაქვს მისსის ჰარრისონ, ცნობილია სხეულის რომელი ნაწილიდან იწყება კანის სიმშრალის
სიმპრომები? (პირველი მკურნალობისას იდაყვები დამისკდა და შემდეგ ფსორიაზი განმივითარდა).
- დიახ მისტერ იმნა..შილი, უკანა ტანის ქავილით იწყება.
ჩვენ მოგცემთ სპეციალურ მალამოს რომელიც დაბანვის შემდეგ უკანა ტანში უნდა შეიზილოთ.
- ტრაკისკენ მიდის
მთელი მკურნალობა. ნათიას ჩურჩულით ქართულად ვუთხარი.
- ქავილი რთულ ფორმებს მიიღებს, მკურნალობის შეწყვეტა მოგვიწევს. სწორედ ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ დროულად მივაქციოთ ყურადღება ამ საკითხს - ისევ არაკრაკებს თავის ტექსტს ჩემი ექთანი - როგორც იცით ინტერფერონის ნემსი კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ. ნემსის შემდეგ შეიძლება სიცხემ აგიწიოთ. რიბავერინი მიიღეთ ჭამამდე ან ჭამის შემდეგ ყოველ 12 საათში ერთხელ 3-3 აბი. მთავარი გვერდითი მოვლენა ანემიაა. თქომბოციტების რაოდენობის შემცირება იქნება ამ პრეპარატის მუშაობის ინდიკატორი. ორი აბი ტელაპრევინი უნდა მიიღოთ ყოველ 8 საათში ერთხელ. ანუ თუ პირველად დალევთ დილის 7-ზე, მეორეს მიღება მოგიწევთ დღის 3 საათზე და ბოლო ღამის 11-ზე. აუცილებელია მის მიღებამდე მინიმუმ 20 გრამი ცხიმი მიიღოთ. თუ დილით ადრე ჭამა გიჭირთ ერთი ცალი სნიკერსი მიირთვით.
- ქავილი რთულ ფორმებს მიიღებს, მკურნალობის შეწყვეტა მოგვიწევს. სწორედ ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ დროულად მივაქციოთ ყურადღება ამ საკითხს - ისევ არაკრაკებს თავის ტექსტს ჩემი ექთანი - როგორც იცით ინტერფერონის ნემსი კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ. ნემსის შემდეგ შეიძლება სიცხემ აგიწიოთ. რიბავერინი მიიღეთ ჭამამდე ან ჭამის შემდეგ ყოველ 12 საათში ერთხელ 3-3 აბი. მთავარი გვერდითი მოვლენა ანემიაა. თქომბოციტების რაოდენობის შემცირება იქნება ამ პრეპარატის მუშაობის ინდიკატორი. ორი აბი ტელაპრევინი უნდა მიიღოთ ყოველ 8 საათში ერთხელ. ანუ თუ პირველად დალევთ დილის 7-ზე, მეორეს მიღება მოგიწევთ დღის 3 საათზე და ბოლო ღამის 11-ზე. აუცილებელია მის მიღებამდე მინიმუმ 20 გრამი ცხიმი მიიღოთ. თუ დილით ადრე ჭამა გიჭირთ ერთი ცალი სნიკერსი მიირთვით.
ნათიამ თავი აწია
და წერა შეწყვიტა - თუ ვერ შეჭამს დილით? -
იკითხა.
- ვშიშობ მაგრამ
უნდა ჭამოს. უპასუხა მისსის ჰარისონმა.
- და არ აჯობებს
პირველი წამალი დილის 6 საათზე დალიოს? ლოგინშივე ერთ სნიკერს შეჭამს და ძილს შეიბრუნებს.
ღამით 11-ის ნაცვლად 10-ზე მოუწევს ვახშამი, ეს კი არც ისე გვიანია.
- მთავარია ტელაპრევინი
ყოველ 8 სათში ერთხელ მიიღოს და საათები მისთვის
როგორც უფრო კომფორტული იქნება ისე დაგეგმეთ დღე. ინტერფერონზე გადავიდეთ?
ნემსის ინსტრუქტაჟი
შედარებით მოკლე იყო, 48ჯერ მაქვს უკვე გაკეთებული. ექთანმა პირველი ნემსი მომაწოდა,
წესია ასეთი, ინტერფერონი თავად უნდა გაიკეთოს პაციენტმა. თვლა დავიწყე, რადგან პრეპარატი
ნელა შედის კანქვეშ: ten, nine eight,
seven .....
პირველი კვირა - სიმპტომები
ნემსის გაკეთებიდან
8 საათის შემდეგ მომაკითხეს.
სიცხემ და სახსრებში მტვრევის შეგრძნებამ წინა მკურნალობა გამახსენა. თუმცა ამჯერად ყველაფერი გაცილებით უფრო მსუბუქ ფორმებში იყო, 2007-ში მთელი ღამე ვკანკალებდი.
სიცხემ და სახსრებში მტვრევის შეგრძნებამ წინა მკურნალობა გამახსენა. თუმცა ამჯერად ყველაფერი გაცილებით უფრო მსუბუქ ფორმებში იყო, 2007-ში მთელი ღამე ვკანკალებდი.
ახლა ტკივილის მოსასხნელად კოდეინიანი პარაციტამოლი
დავლიე 2 აბი. მერე ნათიამ სიცხის დაგდების ხალხური მედიცინა გაიხსენა. ძმრიანი წინდები
არა, მეორე მეთოდი. მე ძალიან მომეწონა.
მომდევნო 5 დღე
საოცრად სუსტად ვიყავი. ყველაზე ძალიან დილით ჭამა გამიჭირდა. სნიკერსი მეორე დღესვე
შემზიზღდა. თანაც სისუსტის გამო მისი დაღეჭვის თავიც არ მქონდა.
გუშინ მივხვდი,
რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. დილი 6-ზე ჭამა მარეკინებდა. გულის რევის შეგრძნება მეწყებოდა
იმის გაფიქრებაზე, რომ გამთენიისას 20 გრამი ცხიმი უნდა მიმეღო. დღეს გადავწყვიტე გასტრონომიული
ფანტაზიორობა დამეწყო. მთელი დღე ვფიქრობდი რა მესიამოვნებოდა. საერთოდ ამოვაგდე თავიდან
დილის 6 საათი. შეკითხა მარტივად დავაყენე: იკუშ, რა გაგისწორდება? თემამ იმდენად გამიტაცა, რომ საკმაოდ გრძელი მენიუ
წარმომიდგა თვალწინ.
ხინკალი ლიდერობდა! 6 საათზე ხინკლის გაჩითვა რთულია ლონდონში, მაგრამ ჩემი თავი დავაჯერე,
რომ პილმენიც წავა.
დღეში რამდენჯერმე
წარმოვიდგინე ქაფქაფა პილმენები არაჟნით. მესამე გაფიქრებაზე ნერწყვი რომ მომადგა მივხვდი,
რომ მეთოდმა გაამართლა. ახლაც რომ ვწერ ნერწყვი მადგება.
მოკლდ ჩემი თავი
ისე შევამზადე, რომ ახლა ერთი სული მაქვს ბიგ-ბენი ექვსჯერ როდის ჩამოკრავს (ჩემი ფანჯრიდან
მოჩანს და სანამ ლონდონს ძინავს ხმაც კარად ისმის). დილიდან უნდა ჩავუფინო არაჟანმოსხმული ცხელი პილმენები.
როგორ მომინდა პილმენი არაჟნით...
ReplyDeleteაბა შენ იცი ირაკლი, გბალეშჩიკობ იცოდე! ყველაფერი კარგად იქნება! 4 ნემსის მერე პსრ ანალიზის პასუხი დაწერე რა, გთხოვ! დარწმუნებული ვარ ნეგატივი იქნება!
ReplyDeleteაუცილებლად დავწერ ანალიზის შედეგებს. ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისათვის. ეს საოცრად დიდი სტიმულია ჩემთვის და ნათიასათვის.
ReplyDeleteარც ერთს არ გიცნობთ, მხოლოდ ეკრანებიდან მახსოვხართ, მაგრამ ძალიან გქომაგობთ, თქვენ გენაცვალეთ.
ReplyDeleteმჯერა რომ დაამარცხებთ ჰეპატიტს. :*
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteირაკლის და ნათია წარმატებებს ვუსურვებ. ძალიან ძლიერი წყვილია და სამაგალითოები არიან ჩემთვის. ზაზა წავიკითხე თქვენი კომენტარი,თუ შეგიძლია,რომ B ჰეპატიტზე თუ რამე ინფორმაცია გაქვს დამეხმარო.(შეძენილი არაა,ამ შემთხვევაში,მატარებელია) მადლობა წინასწარ.
Deleteნათია ბ ჰეპატიტზე იმდენად არ ვარ გარკვეული რამდენადაც ც ზე...მაგრამ რაღაც დონეზე ეგეც ვიცი...კერძოდ რა გაინტერესებს მკითხეთ და გიპასუხებთ, თუ მე ვერ შევძელი მოვძებნი და ლინკს მოგცემთ სადაც უფრო კონკრეტულ ინფოს მიიღებ...
ReplyDeleteბ ჰეპატიტი ც სგან იმით განსხვავდება რომ, ბ არ იკურნება(არ შეგეშინდეს :) ), მაგრამ ვირუსის მატარებელი(თუ ვირუსი აქტიური არ არის) არ დგას ღვიძლის ციროზის ან კიბოს საფრთხის ქვეშ....უბრალოდ კონტროლი ჭირდება მთელი ცხოვრება და ერთგვარი დიეტაც...იცით როგორ არის? თუკი ც ვირუსი მოხვდა ორგანიზმში, 15 პროცენტში ორგანიზმი იმუნიტეტის ხარჯზე თვითონ დაძლევს ვირუსს და განდევნის ორგანიზმიდან დავირუსებიდან 24 კვირის განმავლობაში(თუმცა ანტისხეულები ცხოვრების ბოლომდე დარჩება სისხლში)....აი ბ ვირუსის შემთხვევაში კი პირიქითაა, 80 პროცენტზე მეტი იმუნიტეტის ხარჯზე , მართალია არ განიდევნება ორგანიზმიდან მაგრამ გადადის ლეტანტურ (ქრონიკულ, მაგრამ არააქტიურ) ფაზაში...თუკი ბ ვირუსი აქტიურია, მაშინ ტარდება იგივე სახის თერაპია(პეგასისი+ რიბავერინი), მხოლოდ არა გასაკურნად არამედ სიტუაციისდასასტაბილურებლად და ღვიძლისთვის ასევთქვად შვების მოსაგვრელად....
თუ რამე კონკრეტული შეკითხვა გაქვთ მზად ვარ გიპასუხოთ შეძლებისდაგვარად :)
ნათია ქართულად რაც ვიპოვე ეს არის და გადაავლე თვალი
ReplyDeletehttp://mkurnali.ambebi.ge/daavadebebi-mkurnaloba/hepatologia/1651-b-c-.html
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteზაზა წარმატებებს გისურვებთ. ვირუსი თუ 6 თვეში არ დაბრუნდა, მერე მხოლოდ თეორიულია შანსი მისი დაბრუნების. ინგლისში 24 საათიანი სამსახურია შექმნილი სპეციალურად მათთვის ვინც ინტრეფერონ თერაპიას გადის.
ReplyDeleteდღეს წამლები ამერია და ტერაპრევირი 4 საათით ადრე დავლიე. დავუკავშირდი პაციენტთა დახმარების სამსახურს და უმალ დამაკავშირეს ექიმს.
გამაგებინეთ თქვენი ანალიზის პასუხები.
პატივისცემით,
ირაკლი
ირაკლი, აუცილებლად დავდებ პსრ პასუხს..ეგ კი ვიცი რომ 6 თვიანი თუ ნეგატივია, მერე ძალიან მიზერული შანსია რელაფსისა, მაგრამ ცოტა ალტ ასტ აიწია, თრომბოციტებმა კი დაიკლო და ეგ მაფიქრებს ცოტა, ,თუმცა ისევ ნორმის ფარგლებშია(ალტ 30, ასტ 24, გგთ 41)
ReplyDeleteირაკლი, თუ შეგიძლიათ რომ დაწეროთ თერაპიის დაწყებამდე ღვიძლის მდგომარეობა როგორია?, ბიოფსია გაიკეთეთ თუ ფიბროსკანით დაადგინეთ? ასევე ლივერ პანელი(ალტ ასტ),ასევე თრომბოციტების რაოდენობა :)
პ.ს. რამდენი ნემსი გაიკეთეთ უკვე
დიდი მადლობა ზაზა,გასაგებია ის რაც მომწერე.პსრ გაკეთებული გვაქვს,პასუხის შედეგად ღმოჩნდა,რომ არის ამ ვირუსის მატარებელი,რომელიც არაა მავნე,მაგრამ როგორც თქვენ ღნიშნეთ,მთელი ცხოვრება კონტროლის ქვეშ უნდა იყოს,ღვიძლის ექოსკოპია,ალტ და პსრ.პსრ მხოლოდ ერთხელ გვაქვს გაკეთებული მას მერე რაც გავიგეთ,რომ ბ ჰეპატიტი აქვს.მას მერე მეოთხე წელი მიდის,პსრ აღარ გაგვიკეთებია,მხოლოდ ალტ და ღვიძლის ექოსკოპიით შემოვიფარგლეთ.(რატომღაც ასე მოხდა:( )სადაც არანაერი ცვლილება არაა დაფიქსირებული და ალტ მაჩვენებელიც არაა მაღალი.ექიმს არანაერი დიეტა არ დაუნიშნია,რატომღაც.თქვენ ფიქრობთ,რომ ის რაც ჩვენ პსრ ვიცით,საგანგაშო მდგომარეობა არაა?
Deleteკიდევ,ერთი ზაზა რა მაინტერესებს,არანაერი მეტიკამენტოზური მკურნალობა არ დაუნიშნია,რატომ ნეტა? ამდენივე ხანია არც კონსულტავიაზე არ ვყოფილვართ პირადად იმ ჩვენ ექიმთან და თუ რამე ზედმეტ კითხვებს ვსვამ ნუ დამზრახავთ.
Deleteნათია გამიჭირდება ესე ჰაერზე რაიმე დასკვნა გავაკეთო...დაწერეთ ანალიზის პასუხები, ( პსრ, ალტ, ასტ, გგთ, ლეიოცოტების რაოდენობა, გემოგლობინი, თრომბოციტებისა და აბსოლუტური ნეიტროფილების რაოდენობა ) რათა სურათი ნათელი გახდეს ჩემთვის....
ReplyDeleteრაც შეეხება ექოსკოპიას, არამგონია მაგით ღვიძლის მდგომარეობა შეფასდეს, ერთი ეგ არის გაიგებთ ზომაში მომატებულია თუ არა...
აქამდე თუ არ გაუკეთებია , აუცილებლად გაიკეთოს ფიბროსკანი, რომელიც მეტნაკლებად დაადგენს ღვიძლის მდგომარეობას, არის თუ არა ფიბროზი და თუ არის რომელი სტადია ( რამდენადაც ვიცი კლინიკა "ჰეპა" ში აქვთ ეგ აპარატი და 100 ლარზე ძვირი არ ღირს, ლიმბახშიც უნდა ქონდეთ წესით)'
თქვენ შემთხვევაში, რახან ბ ჰეპატიტია, მდგომარეობის შესაფასებლად პსრ ის გაკეთებას აზრი არა აქვს, თანაც ძვირი ჯდება! საკმარისია ალტ, ასტ და სისხლის საერთო ანალიზში ლეიკოციტები, თრომბოციტები აკონტროლოთ 2-3 თვეში ერთხელ!
გასაგებია,დავწერ აუცილებლად. ანუ ესენი მაქვს მე ადრე გაკეთებული და იმ პასუხებს დავწერ,თან რიცხვებსაც მიუთითებ.მართალი ბრძანდებით,მხოლოდ ზომები გავიგეთ,ანუ სტანდარტში ჯდება.აუცილებლად გავაკეთებთ ფიბროსკანს,ანუ ამ ეტაპზე ფიქრობთ,რომ საჭირო არაა პსრ?გასაგაბია დანარჩენი ანალიზები (ალტ, ასტ და სისხლის საერთო ანალიზში ლეიკოციტები, თრომბოციტები)იქ სადაც ვართ გავაკეთებ,შემდგომ ამ ახალ ანალიზის პასუხებსაც მოგწერთ.ტკივილით არაფერს უჩივის,ვარჯიშობს.ახოზე კიდევ გამოჩნდა ნაღვლისბუშტზე მცირე ზომის პოლიპი და 6 თვის მერე თუ გაზრდილი იყოო,ოპერაცია უნდა.ამ პოლიპს ვაბრალებ მე მარჯვენა მხარეს ხოლმე ჭვალიით მადგებაო იშვიათადო. ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულისხმიერებისთვის. თუ ხართ facebookze და თუ შეიძლება,რომ მოგძებნოთ?
Deleteკი მაქვს ფბ..სახელი და გვარი იგივე :)
DeleteThis comment has been removed by the author.
Deleteნუ მკურნალობა თუ არ დაუნიშნა, ესეიგი არ სჭირდება..არის მხოლოდ ვირუსის მატარებელი და ვირუსის რეაპლიკაცია(გამრავლება) არ ხდება! ძალიანაც კარგი! და თავს როგორ გრძნობს ფიზიკურად?
ReplyDeleteიკა,ნათია წარმატებებს გისურვებთ!
ReplyDeleteზაზა ალაზის პასუხები ასეთია:
ReplyDeleteპსრ-შედეგი N331
კიდი xy331
გამოკვლევის შედეგი134 lu/ml (ზუსტად არ ვიცი რომელი უნდა დამეწერა და იმიტომ დავწერე ამდენი რამე :( 02,03,2010 წელსაა გაკეთებული )
alt sgtp 28,3 (2011 წ.)
alt 27,9 (2012 მარტი)
alt 31,4 (2012 წ.ოქტომბერი)
ლეიკოციტები-4,56
ჰემოგლობინის საშ.მოცულობა mch 29.2
ჰემოგლობინის საშ.კონცენტრაცია mchc 324
თრომბოციტები plt 214
თრომბოციტების საშ.მოც. mpv 7.4
ჩხიროვანი ნეიტროფილები neut 4%
სეგმენტ ბირთვიანი ნეიტროფილი neut 45%
4.12 2012 წელსაა გეკეტებული ეს სისხლის საერთო.
AST და GGT რაც შეეხება არ უთქვამს ექიმს რომ გაიკეთეთო და არასდროს არ გაგვიკეთებია.
შეიძლება ბევრი რამე ისე დაწვრილებით დავწერე საჭირო არ იყო მაგრამ ზუსტად არ ვიცი,როგორ უნდა დამეწერე :) ველი თქვენგან პასუხს როგორი მძიმეც არ უნდა იყოს. დიდი მადლობა.
მშვენიერი ანალიზებია,ალტ ნორმაშია, თრომბოციტები ძალიან კარგი, მოკლედ ძალიან კარგი ანალიზია...როგორც ვხვდები პსრ ტესტმა ვირისული დატვირტვა აჩვენა 134 ..ესეიგი ძალიან ძალიან დაბალი ვირუსული დათვირთვაა, შეიძლება ითქვას არც არის..მოკლედ, სადარდებელი არაფერია!
Deleteპ.ს. ალკოჰოლს მოერიდოს! :)
დიდი მადლობა,თქვენი ამ პასუხით მე პირადად რამოდენიმე წლის სიცოცხლე მომემატება :)მასაც გადავცემ აუცილებლად.რას მირჩევთ ამ ეტაპზე რა ანალიზი შეიძლება,რომ გავაკეთოთ? ფიბროსკანი გასაგებია და აპრილის თვეში გავაკეთებინებ,მის დასაყოლიებლად დიდი ძალისხმევა მჭირდება.(მაგრამ მე რის გელაშვილი ვარ,რო ვერ შევძლო მისი ექიმთან წავანა :),მაგრამ ისიც გელაშვილია და ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში ვარ :)))))) )
ReplyDeleteნათია, პსრ ტესტში 134 ვირუსული დატვირთვა ც ჰეპატიტისთის ძალიან ცოტაა, ვფიქრობ ბ სთვისაც ეგრე უნდა იყოს, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და მაინც პრფესიონალთან, ანუ ექიმთან გადაამოწმოთ და გაარკვიოთ:) დანარჩენზე უკვე დავწერე, რომ მშვენიერი ანალიზებია...ალტ გაიკეთოს კიდევ, ოქტომბრის მერე 7 თვე გავიდა... და აუცილებლად ფიბროსკანი,რათა ღვიძლის არსებული მდგომარეობა დავადგინოთ...ჩემი რჩევა იქნება ჰეპა ში გაიკეთოთ, რადგან იქ უფრო გამოცდილი ექიმი ატარებს მაგ გამოკვლევას,ეკა ქვია თუ არ ვცდები, ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს!!! ( უზმოზე გაიკეთოს)...არ ვიცი თქვენი ძმაა თუ მეუღლე, მაგრამ სასიამოვნოა გელაშვილები რომ ბრძანდებით:), ხოდა აუხსენი რომ იგივე ექოსკოპიაა და არ ეტკინება:)
Deleteგასაგებია ყველაფერი ზაზა,ჰეპაშიც გავარკვიე უკვე რომელ დღეებში აკეთებენ მაგ დიაკნოსტიკას.ექიმის რჩევისთვისაც დიდი მადლობა.თქვენც წარმატეტბს გისურვებთ მკურნალობაში და ყოველივე საუკეთესოს. გაგაგებინებთ ანალიზების პასუხებს.თქვენს შესახებ აქ წვიკითხე,ანუ თქვენ ც გაქვთ ამ ეტაპზე მკურნალობთ? ასე კარგად მემგონი ექიმი ვერ ამიხსნიდა,როგორც თქვენ დამელაპარაკეთ. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის.:)
Deleteგაიხარე ნათია! არ მე ვიმკურნალე უკვე, 1 წლის წინ დავამთავრე თერაპიის 24 კვირიანი კურსი! სწორედ მაშინ დავინტერესდი ამ დაავადების შესახებ და სადაც ღირებულ ინფორმაციას მივაგენი ყველაფერი გადავიკითხე...პლუს ამ თემასთან დაკავშირებულ ამერიკულ ფორუმებზე ვაქტიურობდი და იქიდანაც ძალიან ბევრი რამე შევიტყვე..ქართული ფორუმიც არის, forum.ge ზე ც ჰეპატიტის თემა ჯანმრთელობასა და მედიცინაში...ერთი იუზერია მანდ Hep-py , ძალაინ ძლიერია ამ საკითხში, მამაო ჩვენოსავით იცის ყველაფერი,თვითონაც ჰქონდა ც ვირუსი და იმკურნალა..თუ დაგაინტერესებს შეგიძლია შეიხედო, მართლა მაგარი მცოდნეა, ბევრ რამეში დამეხმარა თერაპიის დროს, პროფესიონალი ექიმივით იცის ეგ საკითხი, ბ ჰეპატიტზეც ეცოდინება!
Deleteკი აუცილებლად შევალ,რაც მეტი მეცოდინება უკეთ დავეხმარები მას.თქვენს შემთხვევაში ამ მკურნალობის შემდეგ,შესაბამისად იკეთებთ ყველა იმ ზემოთ ხსნებულ ანალიზებს? თუ რამე ნორმის ზემოთაა ისევ იწყებთ თერაპიას?ც განკურნებადია?ბ როგორც ექიმისგან ვიცი და თან ჩვენს შემთხვევაში როგორი ფორმითაც ჩვენ გვაქვს(ანუ მატარებელია ვირუსის),არ ინკურნება. თქვენს შემთხვევაში როგორაა ეს ყველაპერი?აქ პირადში შესაძლებელია,რომ მოგწეროთ?(კიდევ მაქსვ რამოდენიმე კითხვა,რომელის დაწერა ასე ღიად რატომღაც არ მინდა :( მეუღლის დაინფიცირებასთან დაკავშირებით.შეგიძლიათ მითხრათ რამე? )
Deletejovizaza@yahoo.com
ReplyDeleteეს ჩემი მალია, შეგიძლია აქ მომწერო
რათქმაუნდა ც ჰეპატიტი განკურნებადია! საერთოდ ითვლება, რომ თუ თერაპიის დასრულებისას და დასრულებიდან 6 თვის შემდეგ პსრ ტესტში ვირუსი აღარ დაფიქსირდა, პაციენტი განკურნებულად ითვლება! საბედნიეროდ ჩემი 6 თვიანი ტესტი ნეგატივი იყო!
მე მხოლოდ ალტ ასტ ვაკონტროლებ 3 თვეში ერთხელ და ეხლა 1 წლიანი პსრ გაკეთება მინდა, მშვიდად რომ ვიყო :)
ალტ ს შესამჩნევი მომატება, პირდაპირპროპორციულია ვირუსის გააქტიურებასთან!
პ.ს. ეს ის შემთხვევაა, როცა პოზიტივი არის ნეგატივი, ხოლო ნეგატივი კი პოზიტივი:))
ძალიან გამიხარდა,წარმომიდგენია თქვენ როგორი ბედნიერი ხართ :)გამიხარდა ძალიან. იმედია ირაკლისთანაც ასეთი შედეგი დადგება,აწი ახლა მეც მის პსრ ანალიზის პასუხს დაველოდები:)
Deleteდარწმუნებული ვარ, 4 კვირიანი თერაპიის შემდეგ, ირაკლის პსრ რაოდენობრივი ტესტი იქნება ნეგატივი...მაგარია ინსივიკი!
ReplyDeleteზაზა და ნათია, დიდი მადლობა, რომ ჩვენი ბლოგის სივრცეში ეკონტაქტებით ერთმანეთს. თქვენს მიმოწერას სხვა ადამიანებიც დაინახავენ და ინფორმაციიას მიიღებენ. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ C ჰეპატიტის მატარებელმა ადამიანებმა დაინახონ,მათ მდგომარეობაში სხვებიც არიან, ისინიც მათნაირად ეძებენ გამოსავალს.გვინდა, რომ ყველამ გაიგოს რომ გამოსავალი არსებობს, მაშინაც კი თუ მკურნალობის შესაძლებლობა არ აქვთ. ზაზა, განსაკუთრებული მადლობა თქვენ!!! ერთადერთს გთხოვთ, ყველამ ერთად უფრო 'მკაცრად' და ხმამაღლა ვთქვათ, რომ არც ერთი წვეთი სასმელი არ უნდა მიიღოს პაციენტმა!
ReplyDelete'დალევას მოერიდე' არ არის სწორი ფორმა, ადამიანებს გონიათ, რომ ხანხახან შეიძლება მოწრუპო, არადა მხოლოდ მკაცრი დიეტაა გამოსავალი.
დიდი მადლობა ორივეს, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ!
გამარჯობათ! არაფრის , რა მადლობა :)
Deleteის რომ ც ჰეპატიტიანისთვის დალევა საერთოდ არ შეიძლება, ეს აქსიომაა და ყველამ უნდა გააცნობიეროს..ამას წინად ამერიკულ ფორუმზე წავიკითხე სტატია თუ როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ც ვირუსიანზე...თუ ადრე ითვლებოდა რომ დღეში ერთი დრინკი(20 გრამი სპირტი) დასაშვები დოზა იყო(თუ რათქმაუნადა ციროზი ან მაღალი სტადიის ფიბროზი არ ფიქსირდება), ახალი კვლევებით დასტურდება რომ ც ჰეპატიტიანი ადამიანის ღვიძლზე 20 ჯერ უფრო ნეგატიურად მოქმედებს ალკოჰოლი(ის ერთი დრინკიც კი) ვიდრე უჰეპატიტო ღვიძლზე...ასე რომ დასკვნა აშკარაა,.. თუ გინდა იცოცხლო, დაივიწყე ალკოჰოლი!
პ.ს. ოთხი კვირა არ გავიდა ჯერ თერაპიიდან? სულმოუთმენლად ველოდები ირაკლის პსრ ნეგატივს!