31/05/2013

ნათია აბრამიას ბლოგი: კიდევ ერთხელ ინტერფერონის გვერდით მოვლენებზე


 - როგორ იტანს ირაკლი მკურნალობას?


ამას ხშირად მეკითხებიან, მე ერთადერთი პასუხი მაქვს:

 - ნორმალურად.  გვერდით მოვლენებს კი უჩივის, მაგრამ მწვავე გართულებების გარეშე.




2007-ში მკურნალობის დაწყებამდე
ლონდონის მეხუთე ზონაში ვცხოვრობდით, ნაქირავებ ბინაში და ანამარიაც სკოლაში იქვე დადიოდა. ლონდონში გაცნობილი ქართვლი მეგობარი შეგვიჩნდა, თბილისში ვაპირებ დაბრუნებას და თქვენ იცხოვრეთ ჩემს სახლში, გარეუბანში ორ ოთახიანი ბინის მაგივრად ცენტრში სამოთახიანი გექნებათო.

მე ძალიან არ მინდოდა გადასვლა, ანამარია პირველად წავიდა ინგლისურ სკოლაში და ვიცოდი, რომ მისთვის კარგი არ იქნებოდა გარემოს გამოცვლა, თუნდაც უკეთეს სახლში და უკეთეს უბანში გადასვლა. თუმცა რადგან მეგობარმა ორი წლით დაგვითმო საკუთარი ბინა, თან გვთხოვა გადმოდით, რადგან გაქირავება არ შემიძლია და თქვენს გარდა ვერავის დავუტოვებო, ჩვენც ავიბარგეთ და გადავედით ახალ სახლში.

2007 წლის სექტემბერში ანამარია ახალ სკოლაში წავიდა, მე BBC-ზე სრული დატვირთვით მუშაობა დავიწყე, ირაკლიმ კი - მკურნალობა. გაოგნებულები ვიყავით იმ გართულებებისგან, რაც ინტერფერონის პირველ ნემსს მოყვა. მაშინ მივხვდით, რომ ნაჩქარევად დავიწყეთ თერაპია, არ ვიცოდით როგორ გავმკლავებოდით გვერდით მოვლენებს, მაგრამ უკვე უკან დახევა აღარ შეიძლებოდა.

მოკლედ იმ მომენტში გვეგონა, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად, რთულად, საშინლად და მძიმედ იყო. მაგრამ უცებ ბინის პატრონმა დაგვირეკა თბილისიდან:
- ლონდონში დაბრუნება გადავწყვიტე და ჩემი ბინა ერთ კვირაში დაცალეთო.
აი მაშინ უკვე ჩვენი მდგომარეობის აღსაწერად სიტყვებს ვერ ვპოულობდით!

ამ დროს მოვიდა ჩვენი მეგობარი ლიზი ჩაჩხიანი თავისი დიდი მანქანით, ჩაალაგეთ თქვენი ნივთები და ჩემთან გადმოდითო.

ვისაც ამის გამოცდილება აქვს, ეცოდინება, რომ ლონდონში ბინის ქირაობა არ არის ადვილი საქმე. არ ვიცი რას ვიზამდით მას რომ არ შემოეთავაზებინა საკუთარი სახლი.
გადავბარგდით.

იმ კვირას ირაკლიმ ნემსი რომ გაიკეთა გვერდითი მოვლენების ატანა უფრო გაუჭირდა, ვიდრე მანამდე. შემდეგ კარგა ხანს უშედეგოდ ვეძებდით ბინას და ირაკლის კიდევ უფრო უმწვავდებოდა ტკივილები, დეპრესია და ნევროზი.

ლიზის სახლში ოთხი თვე ვიცხოვრეთ, ამ ხნის განმავლობაში ირაკლის ყოველ დილით ანამარია ჩრდილოეთ ლონდონიდან დასავლეთში დაყავდა სკოლაში. ყოველდღიურად ორ საათს ატარებდნენ გზაში და ორივე საშინლად იტანჯებოდა, მაგრამ ბავშვს კიდევ ერთხელ სკოლას ვეღარ გამოვუცვლიდით.

ამასობაში ირაკლიმაც შემოიტანა BBC-ზე საბუთები და შესთავაზეს ექვსი კვირა უხელფასო კონტრაქტი შემდგომში შტატში აყვანის პერსპექტივით. მკურნალობას, ყოველდღიურ მგზავრობას და ბინის ძებნით გამოწვეულ სტრესს, კიდევ ის დაემატა, რომ ჩვენი ბრიტანეთში ყოფნის ვადა იწურებოდა. BBC-სთან ჩვენს თანამშრომლობაზე იყო დამოკიდებული გაგვიკეთებდა თუ არა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია სამუშაო ვიზას. ირაკლი ცდილობდა ახლადგაცნობილ კოლეგებზე შთაბეჭდილების მოხდენას, გადამეტებულად მუშაობდა და საშინელ სტრესში იგდებდა თავს.

ერთ საღამოს მე და ლიზი სახლში ვიყავით, როდესაც იკამ ანამარია სკოლიდან მოიყვანა და  სასადილოდ დაჯდა. სახეზე ეტყობოდა, რომ ტკივილი აწუხებდა.

დიდ ჯამში წვნიანი დავუსხით და ირაკლიმაც  ჭამა დაიწყო.
ის რაც მაშინ ვნახე არასოდეს დამავიწყდება: როცა თავს ოდნავ ხრიდა, ბღუჯა-ბჟუჯად ვციოდა მისი მოკლე თმა და პირდაპი მაგიდასა და თეფშში იყრებოდა. მე და ლიზი ხან ერთმანეთს ვუყურებდით, ხან ირაკლის. გაოგნებისგან ხმას ვერ ვიღებდით. ირაკლი კი ძალიან ნელა აგრძელებდა ჭამას, თან თავის ყოველი დახრისას, კვლავ თოვლივით ცვიოდა თმა.

- არ მოგწონს შენ ეს წვნიანი, სახეზე გეტყობა, წადი, წამოწექი - ლიზამ ვერ გაუძლო ამ სანახაობას და პირდაპირ ცხვირწინ აართვა თეფში. ირაკლის ხმა არ ამოუღია, მართლაც გავიდა ოთახიდან და წამოწვა. სამზარეულოს მაგიდაზე ის ადგილი, სადაც მანამდე თეფში იდო თეთრად დარჩა! თეთრი რგოლის ირგვლივ კი სიმეტრიულად იყო მოფენილი ირაკლის თმა!!! წამოწოლით კი წამოწვა, მაგრამ სახსრები ისე ტკიოდა, მთელი ღამე წუხდა, წუთითაც კი ვერ დაიძინა.
...
ახლა ამ ყველაფერთან რა მოსატანია ის, რომ ამ ჯერზე მკურნალობა რაც დაიწყო გამუდმებით ეხვევა თავბრუ, აწუხებს გულის რევის შეგრძნება, ხან ძალა არ აქვს ლოგინიდან ადგეს, ხანაც კი სურვილი. ბოლო ხანებში საშინლად ეფხანება სხეული, მთელს ტანზე გაუღიზიანდა კანი და ეს გულს უწვრილებს, მაგრამ იმასთან შედარებით რაც წინა მკურნალობისას გადაგვხდა, ფხანისგან დასისხლიანებული კანი დიდ პრობლემად არ მიგვაჩნია. 
ეს ყველაფერი მათთვის ავღწერე, ვინც ინტერფერონით მკურნალობას აპირებს.

რატომ აქვს ნაკლები გართულებები ახლა?
გარდა იმისა, რომ ორგანიზმი შეეჩვია ინტერფერონს (2007ში ჩატარებული ერთწლიანი კურსის შემდეგ სხეული ისე ცუდად აღარ რეაგირებს ყოველკვირეულ დოზაზე) ძალიან დიდ როლს თამაშობს, ის, რომ ახლა სტაბილური საცხოვრებელი და სამსახური გვაქვს.

* სტაბილურობის შეგრძნება და მშვიდი გარემო სახლსა და სამსახურში
* ირაკლის ახლა შეუძლია სამსახურში რამდენიმე დღე არ წავიდეს, გამოიძინოს, დაისვენოს და თავს როცა ძლიერად იგრძნობს მაშინ იმუშაოს.
* ამჯერად ზუსტად ვიცით როგორია მკურნალობა და რას უნდა ველოდეთ.
* ანტიდეპრესანტების მიღებით თავიდან ავიცილეთ დეპრესიის განვითარება.
* ბოლო წლების განმავლობაში მუდმივი ვარჯიშით, ცურვითა და სირბილით, ირაკლის ორგანიზმი მკურნალობის დაწყებამდე ძლიერ ფიზიკურ ფორმაში იყო  

სწორედ ამიტომ ვაწარმოებ ამ ბლოგს, ამიტომ ვამბობ რომ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია მაქსიმალურად მომზადება.

და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვისაც შეუძლია მკურნალობის თავიდან აცილება, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კვებით, ვარჯიშითა და იმუნიტეტის გაძლიერებით შეანელოს ვირუსის გავრცელების პროგრესი. 

13 comments:

  1. . . . თემური . . .

    პოსტი დიდი აგმომვიდა და ამიტომ ორად გავყოფ ოკ?

    1

    ნათია და ირაკლი,
    არ ვიცი რითი შეიძლებოდა დაგემსახურებინათ ასეთი განსაცდელი. რომ ვკითხულობ თქვენს ბლოგს მინდა გაგამხნევოთ.
    მესმის, რომ ვერაფერი დიდი დახმარებაა გამხნევება. მაგრამ თქვენი ნებართვით, ერთ ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ. შეიძლება თქვენც ამჩნევთ ამას და თუ ასეა მაშინ უკვე ექნება აზრი გამხნევებას.
    მოკლედ, ცხოვრებაში მინიმუმ სამჯერ მქონდა სიტუაცია, როდესაც რაღაცა ძალიან სერიოზულ უბედურებას გადავრჩი აბსოლუტურად ალოგიკურად. ალოგიკურად იმიტომ, რომ ჯერ ერთი არანაირი ლოგიკით ასე ვთქვათ „არ ვიმსახურებდი“ ამას და მერე კიდევ უბრალოდ თითქმის თეორიულადაც არ იყო გადარჩენის შანსი. ანუ სამივე ჯერ თითქმის 99% პროცენტით ცუდად უნდა დამთავრებულიყო ჩემთვის. და სამივჯერ ერთნაირი თანმიმდევრობით განვითარდა მოვლენები. დაახლოვებით ასე:
    მარტო რომ დავრჩი ჩემ თავთან ვცდილობდი გამეანალიზებინა სიტუაცია, თუ რა შანსი იყო გადარჩენის. რათქმა უნდა ვნერვიულობდი. და როგორც კი შევეგუე სიტუაციას ანუ ჩემთვის უკვე გადავწყვიტე დავრწმუდნი, რომ არაფრით არ გამოდის კარგი ფინალი და პრინციპში ვიმსახურებ კიდეც ასეთ შედეგს და მოვემზადე.. ამ დროს „მოვიდა“ რაღაცნაირი სიმშვიდე. არ ვიცი საიდან, მაგრამ იმ მოენტში 100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ ყვეალაფერი (ცუდი) მორჩა. არადა არანაირი ნიშანი იმას, რომ რაღაცა შეიცვალა არ იყო. შეგრძნება იყო დაახლოვებით ასეთი. ბავშვობაში თუ გქონიათ, რომ თვალთახედვიდან დაკარგე მშობელი და თვალებით ეძებ.. ეძებ... ნერვიულობ, ათასი შტერული ბავშური აზრი მოდის თავში და ძაან ნერვიულობ. ამ დროს დაინახე მშობელი. იმ მომენტში ხომ ხვდები, რომ მორჩა! დამთავრდა პრობლემა! წყნარდები, გულზე გეშვება და ისევ უბრუნდები ჩვეულ ემოციურ მდგომარეობას, გიხარია დ ა.შ. აი დაახლოვებით ასეთი შეგრძნება იყო. გაქრა ყოველგვარი ნერვიულობა. როგორც ვთქვი ერთ პატარა ეჭვიც არ მეპარებოდა უკვე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. და მართლაც ყველა ჯერზე მაქსიმუმ ნახევარ საათში გაირივა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.
    არ ვარ ძალიან რელიგიური ადამიანი (ქართული გეგებით) თუმცა არ შემიძლია არ დავინახო გარკვეული პარალელები ქრისტიანულ მოძღვრებასთან. ამით იმის თქმა მინდა, რომ შევამჩნიე, რომ რაღაცნაირი კანონზომიერება არსებობს. თითქოს რთულია, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან მარტივია. კანონზომიერება კი დაახლოვებით იმაში მდგომარეობს, რომ შენ თვითონ უნდა მისცე შენ თავს უფლება, რომ ასეთი რაღაც მოხდეს. დიდი ხნის წინ დავესწარი ზოგადი ფსიქოლოგიის ლექციას და მახსოვს, რომ არსებობს ალტერ ეგო და ეგო. დეტალები არ მახოსვს, მაგრამ თეორიის მიხედვით შენ თვითონ განსაზღვრავ და ზემოქმედებ კიდევაც გარეშე მოვლენებზე.
    ამასვე ადასტურებდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოველანა ჩემს ცხოვრებაში.
    ძალიან მოკლედ:

    ReplyDelete
  2. 2

    ვიყავი წარმატებული სპეციალისტი. მქონდა კარგი სამსახური. იმ დროისათვის არალოგიკურად დიდი ხელფასით. მერე ჩემი ბიზნესიც გავაკეთე და იქაც სასწაულებრივად კარგად წავიდა ყველაფერი. დაახლოვებით 10 ჯერ მეტ შედეგს მივაღწიე ვიდრე დაგეგმილი მქონდა ან შემეძლო წარმოედგინა. ამ დროს გადავეკიდე ძალიან ცუდ სენს. გავხდი აქტიური ნარკომანი. რა თქმა უნდა ყველაფერი დაიშლა. საშინლად მოვექცი ჩემს ოჯახს, ჩემ მეუღლეს და ჩემ შვილს. აბსოლუტურად არაკაცურად დავაღალატე. ასევე ჩემი მშობლები და ძმები. ამას მოყვა პრობლემები. მოკელდ შედეგი იყო ასეთი. სამსაური არ მქონდა. მყავდა უამრავი მოვალე, რომლებსაც უსინდისოდ ვემალებოდი. ერთ ლარიც არ მქონდა შემოსავალი. ვეგდე სახლში და არაფერს არ ვაკეთებდი. რა თქმა უნდა საშინელი დეპრესია მქონდა. ჩემი ოჯახი ფინანსურად, რომ მეხმარებოდა ისე ვღიზიანდებოდი, რომ ვეჩხუბებოდი იმის მაგივრად, რომ მადლობა მეთქვა. სუიციდალური იდეებიც მაწუხებდა. მოკლედ ასე ვიყავი წელიწადნახევარი. მერე თავისით მოვიდა შეგნება, რომ ასე ცუდადაც არ არის საქმე. რაღაცა კარგებიც დავინახე. რატომღაც ვირწმუნე, რომ მეკუთვნოდა უკეთესი ცხოვრება. ამას ასე ვასაბუთებდი:
    - ბოლო ბოლო ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე გადავაგდე წამალი. ერთი ანალგინიც არ მიმიღია.
    - ჩემ განათლებაზე ამდენი დრო და რესურსი დავხარჯე. დიდი გამოცდილება მივიღე და წამატებებიც მქონდა.
    - და რაც მთავარია მე თუ არა, ჩემი შვილი და ჩემი მეუღლე მაინც იმსახურებენ, რომ „აზრზე მოვიდე“.
    და როგორც წინა ორ შემთხვევაში ისევ ისე, გაჩნდა რაღაცა სიმშვიდის შეგრძნება. აბსოლუტურად ყოველგვარი ჩაწყობების გარეშე ჯობს.ჯი ზე ნაპოვნი ვაკანსიით დავიწყე სამსახური საშუალო ხელფასით. მერე ასევე ვირწმუნე, რომ მეტი მეკუთვნოდა და 3 ჯერ მომიმატეს ხელფასი (როგორც მითხრეს ასეთი რამ მანამდე არ მომხდარა). არ შემიძლია ვთქვა სად ვმუშობდი იმიტომ, რომ ჩემს ვინაობას ჯერ ვერ გავამჟღავნებ.. მოკლედ ყველაფერი მაგრად წავიდა. ბოლოს იმიტომ, რომ ხელფასს ვერ მიმატებდნენ (ძაან თავხედი ვარ ) წამოვედი იმ სამსახურიდან და დავიწყე ისევ ჩემი ბიზნეისის გაკეთება. შემოსავალი ამასობში გამინახევრდა და უცბად . . . .
    ბაც!!!
    ჰეპატიტი ც!
    ცეროზის ძალიან ცუდი მაჩვენებლი. „ფ4“, სიხისტე 48.8.
    არ ვიცი რა ხდება. რატო წავიდა ასე უცბად საქმე ასე ცუდად. დარწმუნებუი ვარ მივიღებ ამაზე პასუხსაც.
    მაგრამ კიდევ ერთხელ მოხდა პატარა ამბავი. როდესაც გენოტიპის დადგენის ანალიზზს ვიღებდი ძაან ვნერვიულობიდ რომ პირველი არ ყოფილიყო. იმიტომ, რომ ნამდვილად ვერ გადავიხდიდი. ვიცი, რომ ჩემები შეეცდებოდნენ ბინ გაეყიდათ და ა.შ. მაგრამ ეს გამორიცხულია არ დავუშვებდი. ანუ ყველაფერზე მზად ვიყავი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ თუ 1 გენოტიპი იქნება. ვანებებ ყვლაფერს თავს ევროპაში მივდიდვარ და იქ „ვბარდები“. როგორც მითხრეს მკურნალობა უფასოა. მაგრამ ისევ, ცოტახნით ადრე ვიდრე პასუხს მივიღებდი ისევ „ის“ მოხდა. ისევ „ის“ სიმშვიდე და გაქრა ყევლანაირი ნერვიულობა. და დამიდგინდა მე -3 გენოტიპი.
    ბოდიში, ძაან დიდი პოსტი გამომივიდა და ვიცი, რომ ყველა არ წაიკითხვას, მაგრამ თუ თქვენ ნათაი და ირაკლი წაიკითხავთ, მინდა დაგარწმუნოდ, რომ მხოლოდ იმიტომ, თუ როგორ უდგეხართ ერთმანეთს გევრდით იმსახურებთ, რომ თქვენთანაც მოხდეს ასეთი ამბები. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადა არ გიცნობთ, თქვნი მოღავწეობიდან და აქ ამ ბლოგებიდან გაგიცანით, თავს უფლებას მივცემ ვთქვა, (როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს) რომ ძალიან საყვარლები და ხართ. ჩემი აზრით არ იმსახურებთ ასეთ ცუდ ამბავს. მგონია, რომ სადაცაა როგორც ჩემ შემთხვევაში, ასევე თქვენთანაც მოხდება ის რაც ჩემთან მოხდა.
    რაც შეეხება პირველ გაკეთებულ წამალს, მართალი იყავთ, 6 საათში მომცა საზიზღარ რექცია, მაღალი სიცხე. ისე მაკანკალებდა, რომ მაუსს ვერ ვაკონტორლებდი. პარაცეტამოლი დავლიე და დამიწია 38-ზე. ეხლა პრინციპში კარგად ვგრძნო თავს.
    აბა თქვენ იცით, გული არ გაიტეხოთ. მესმის რომ ძაიან ძნელია ოპტიმისტი იყო. შენ კი ხარ ოპტიმისტი ნათია. ჩემი აზრით მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ამას არ იმჩნევს ირაკლის შენი ოპტიმიზმი მიანც გადადებული აქვს. რა თქმა უნდა შენზე და ბავშვზე ღელავს, განიცდის და ამიტომ არის ასეთ სასოწარკვეთილებაში. თუმცა როგორც ვთქვი თუ თქვენც შეამჩნიეთ ასეთი რაღაცეები, წესით მალე უნდა მოხდეს ეს კარგი ამბავი. დაელოდეთ წესით მალე უნდა იყოს.


    . . . თემური. . .

    ReplyDelete
  3. . . .თემური. . .

    "ირაკლი იმნაიშვილი

    ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების მიუხედავად, ვარ საოცრად ბედნიერი.

    ჩემი ყოველი დღე განუმეორებელია. ვცხოვრობ ძალიან საინტერესო ადამიანთან ერთად, ვმუშაობ ორგანიზაციაში, სადაც მოხვედრა აუხდენელი ოცნება მეგონა.

    მენატრებიან ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები. მგონი, ძალიან კარგია ასე რომ მენატრებიან. თბილისში ადამიანები ვერ ამჩნევენ ერთმანეთს.

    ამ ცხოვრებაში, ყველაზე მთავარი ადამიანური ურთიერთობებია."

    ირაკლიიიი!!!! ყოჩაღ!!! ეგრე!!!! ეხლა წავიკითხე. . . აბა რა?! ყველლაფერი კარგად იქნება. . . . დარწმუნებული ვარ და მემეგონი უკევ შენც დარწმუნეუბული ხარ რომ მოგავრდება ყვალფერი. . . .

    . . . თემური. . .

    ReplyDelete
  4. არ ვიცი რა მოგწეროთ დიდი მადლობის გარდა! მგონია რომ ახლა რაც არ უნდა ვთქვა ყველაფერი ბანალური გამოვა. დღეს დილით 5 საათზე დავიწყე სამსახური და კომპიუტერი რომ ჩავრთე პირველი თქვენი პოსტი წავიკითხე. მერე კარგა ხანი ტვინი ვერ გადავრთე სამსახურის საქმეებზე. ახლა 12 საათიანი სამუშაო დღე დავასრულე და კიდევ გადავიკითხე თქვენი ნაწერი. მადლობა რომ ასე ემოციურად და გულახდილად მოყევით თქვენი ამბავი...
    ირაკლი ამბობს, რომ როცა ტკივილგამაყუჩებელს ნემსის გაკეთებისთანავე სვამს, უფრო კარგად გრძნობს თავს. კარგია, როცა წამალი მოქმედებას ინტერფერონის გვერდითი მოვლენების გაძლიერებამდე იწყებს. წინა მკურნალობისას ექიმი მხოლოდ პარაცეტამოლის დალევის უფლებას აძლევდა, მაგრამ ახლა კოდეინის შემცველი ტკივილგამაყუჩებელი დაუნიშნა. კითხეთ თქვენს ჰეპატოლოგს, იქნებ კოკოდამოლი ან მიგრალივი გამოწეროს.
    http://www.netdoctor.co.uk/aches-and-pains/medicines/migraleve-pink.html
    http://www.patient.co.uk/medicine/Co-codamol.htm

    ბოლოს მაინც ბანალური უნდა ვიყო:) ყველაფერი კარგად იქნება! თან ძალიან მალე!!!
    N

    ReplyDelete
  5. აზრზე არ ვარ რა არის ც ჰეპატიტი და რატომღაც არც მინდა ვიცოდე

    უბრალოდ ასე მინდა ვუყვარდე ჩემს მომავალ მეუღლეს ! :)


    მალე გამოჯანმრთელობას გისურვებთ!

    ReplyDelete
  6. ნათია, ირაკლი და ყველა, ვინც კითხულობთ, წერთ, თქვენ ისტორიას ყვებით და სხვებს ამხნევებთ. ძალიან დიდი იმედი ხართ სხვა ადამიანებისათვის.

    პირადად მე ეს ბლოგი ძალიან დამეხმარა გავმხნევებულიყავი, როცა ძალიან დავიბენი და გამემხნევებინა ჩემი შეყვარებული, რომელსაც მსგავსი პრობლემა აქვს.

    ერთში დავრწმუნდი, განსაცდელი სიყვარულს უფრო აძლიერებს, როცა სიყვარული არის, ერთმანეთის, სიცოცხლის და ზოგადად ყველაფრის. :)

    ReplyDelete
  7. ცრემლები მომდის წყალივით..

    მადლობა ღმერთს, რომ ჭეშმარიტად არსებობს ჭეშმარიტი სიყვარული, ჭეშმარიტი სიკეთე და ნამდვილი იმედი და რწმენა... რწმენა - ადამიანობის, რწმენა სიკეთის გამარჯვების, რწმენა განსაცდელებისა და ბოროტების წარმავალობისა და სიმოკლის... არსება მისი გრძელია - სიკეთის არსი, სიკეთე მარადიულია..

    სიკეთე, რომელიც არის სიყვარული და ჭეშმარიტება და სილამაზე,და ღმერთი.. ის შეგეწიოთ თქვენ

    ReplyDelete
  8. მე მართლა მეამაყება რომ ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც თავიანთი სიყვარულით შეუძლიათ ძალიან დიდი ენერგია გადასცენ სხვებს, გამოაფხიზლონ, იმედი მისცენ...
    ბედნირეებაა, რომ ათმაგად გიბრუნდებათ ეს მუხტი და ამით კიდვ უფრო ძლიერდებიით..
    თქვენ ყველაზე მაგარ (უახლოეს და არა მარტო) მომავალს იმსახურებთ !!!

    ნუცა

    ReplyDelete
  9. ნათია, საოცარი ადამიანი ხარ! უფალი არ მიგატოვებს არასოდეს... ლანა

    ReplyDelete
  10. მეც მაქვს ც პირველი გენოტიპი, მეოთხე კვირაა რაც მკრუნალობა დავიწყე. ჯერჯერობით ვუმკლავდები =) სუსტად ვარ, ძელზე აზიდვას ხუთზე მეტს ვეღარ ვქაჩავ :) მაგრამ ვცდილობ ჩვეული რიტმით გავაგრძელო ცხოვრება. ბევრს აღარ დავწერ, ირაკლის და ნათიას ბედნიერებას გისურვებთ! ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ! თავს მოუფრთხილდით )

    ReplyDelete
  11. ყოჩაღ, რა ენერგია გაქვთ :) ამიტომაც დარწმუნებული ვარ, გაგიმართლებთ და ყველაფერი ბევრად უკეთ იქნება. ბებიაჩემი, ექიმი, ამბობდა, რწმენით იკურნება ადამიანიო. თვითონ ათეისტი იყო და რელიგიურ რწმენას არ გულისხმობდა შესაბამისად, არამედ სურვილს და ბრძოლას სიცოცხლისათვის. ალბათ ამიტომაც, გადარჩენის რწმენით და სურვილით გადაიტანა 3 ინსულტი, ისეთ ასაკში, ერთს რომ ვერ უძლებს ადამიანი.

    მეც არ მცოდნია რა არის C ჰეპატიტი, აქამდე მეგონა ვიცოდი.

    ReplyDelete
  12. კარგი ადამიანი ჩანხართ. ბედნიერებას გისურვებთ ოჯახთან ერთად. და კიდევ ერთხელ, არასოდეს დანებდეთ!!!

    ReplyDelete
  13. გამარჯობათ ირაკლი და ნათია!
    მეც ერთერთი ინფიცირებული ვარ ც ჰეპატიტით, გუშინ გავიკეთე ფიბროსკანი და დამიდგინდა ფიბროზის დონე f3f4, ექიმმა მითხრა რომ ცეროზის პირას ვდგევარ, არ ვიცი რითი დავიწყო, აქ მკურნალობა 12 ათასი ევრო ჯდებაო. რისი საშუალებაც არა მაქვს, საფრანგეთში წადიო მირჩიეს, თქვენ რას მირჩევთ ირაკლი და ნათია?

    ReplyDelete