30/11/2014

ირაკლი იმნაიშვილის ბლოგი: მესამე და ბოლო?




უკვე სამ თვეზე მეტია, ჩემი ელექტრონული ფოსტის draft-ებში (გასაგზავნად გამზადებულ წერილებში) შენახულია წერილი, რომელიც ამ წინადადებით იწყება:
Dear Lorna, hope this finds you well (ძვირფასო ლორნა, იმედია კარგად ხარ).
ლორნა ჩემი მკურნალი ექთანია, რომელსაც სისხლის ანალიზის შესამოწმებლად დღე უნდა შევუთანხმო. 
მარტივად აგიხსნით, რატომ ვითრევ ფეხს:

როდესაც პაციენტი ინტერფერონ მკურნალობას ამთავრებს, მთელი წლის მანძილზე  3-ჯერ იკეთებს ანალიზს და ამოწმებს, განიკურნა თუ არა.
2007-ში, პირველი ინტერფერონ მკურნალობის დასრულების შემდეგ პირველმა ორმა ანალიზმა აჩვენა, რომ განვიკურნე - ანუ სისხლში C  ჰეპატიტის ვირუსი არ აღმომაჩნდა. მესამე და ბოლო ანალიზის პასუხი ძალიან მოულოდნელი იყო - ვირუსების რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა, ვიდრე მკურნალობის დაწყებამდე.  

ეს, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნო გამოცდილება, როგორც ვატყობ, შიშში გადამეზარდა და აგერ უკვე სამი თვეა, არ ვნიშნავ მესამე და საბოლოო ანალიზს.

შიში, სინამდვილეში, ემოციურია და სიცოცხლესთან დაკავშირებულ რაიმე რეალურ (ან თუნდაც თეორიულ) საფრთხეს არ ეფუძნება.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
მხოლოდ 2 ვარიანტია და ორივე ძალიან მოკლედ განვიხილოთ.
ვარიანტი პირველი:  ნეგატიური პასუხი (სასურველი შედეგი) სისხლში C ჰეპატიტის ვირუსი არ არის!
ეს იმას ნიშნავს, რომ განვიკურნე.  Cleared (გაიწმინდა) როგორც ინგლისელები ამბობენ.
ამ შემთქვევაში დიეტას მაინც დავიცავ, ვინაიდან ღვიძლი დაზიანებულია და სანამ თვითაღდგენას შეძლებს, დახმარება სჭირდება. შემწვარ-მოხრაკულს, მარილსა და ალკოჰოლს მოვერიდები, დღეში ორ ლიტრ წყალს დავლევ, კვირაში ორჯერ ვივარჯიშებ, სამსახურში ველოსიპედით  ვივლი და პერიოდული ანალიზებით დავაკვირდები, ნორმაშია თუ არა ღვიძლის ფუნქციები ALT, AST, GGT .



ვარიანტი მეორე: დადებითი პასუხი (არასასურველი შედეგი) იმ შემთხვევაში, თუ სისხლში ვირუსი აღმოჩნდება!

ანუ კიდევ ერთ მკურნალობას უშედეგოდ ჩაუვლია! 

არ არის კარგი ამბავი, მაგრამ!!!  2007 წელთან შედარებით სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი.  იმიტომ, რომ:

მაშინ - 2007-ში
ახლა - 2014-ში

მკურნალობის სხვა კურსი არ არსებობდა.
არსებობს მკურნალობის 3 ახალი და უფრო ეფექტიანი კურსი. თანაც ინტერფერონის გარეშე, რომლის გვერდითი მოვლენებიც ძალიან მძიმედ გადავიტანე.

არ ვიცოდი, როგორ მემართა დაავადება.
მაქვს ჰეპატიტთან ბრძოლის 7-წლიანი (საკმაოდ წარმატებული) გამოცდილება. ვიცი, როგორ შევანელო მისი პროგრესი მედიკამენტების გარეშე.
თუ საქართველოში დავბრუნდებოდი, მკურნალობა ძალიან ძვირი დაჯდებოდა, რის გამოც საქართველოში ცხოვრების ან მუშაობის საკითხს არც კი განვიხილავდი.
მკურნალობა საქართველოში ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება.

ამიტომ ჩემს თავს ვეუბნები - ეს ყველაფერი თუ იცი, რა ჯანდაბის გეშინია?!
ვხსნი ელფოსტას და ვაწვები ღილაკს
SEND!



4 comments:

  1. Tu sheidzleba tqveni daxmareba minda da am mailze Tu shedlebt momweret Monika.bendeliani@mail.ru

    ReplyDelete
  2. Tu sheidzleba damakvalianet chemi meilia: tamushkebi801@gmail.com

    ReplyDelete
  3. მოგესალმებით ირაკლი, გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას და

    დიდ ხანს სიცოცხლეს! მაინტერესებს C ჰეპატიტის მკურნალობა თანამედროვე ქიმიური

    წამლებით არის თუ რა წარმატებული თქვენი გადასახედიდან. ჩემს ძმას სისხლის ანალიზისას ახლახანს დაუდგინდა ქრონიკული B ჰეპატიტი. თუმცა თეორიულად B ჰეპატიტი განკურნებადია, მისი განკურნების სქემა თანამედროვე წამლებით მეტად საეჭვო გვეჩვენება. მით უფრო როდესაც ეს წამლები ხშირად იცვლება, მაგალითად, თუ 2005 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ სამკურნალო პრეპარატების ჩამონათვალში მოიხსენიება Lamivudine (http://www.who.int/mediacentre/news/notes/2005/np26/en/),
    რომელიც შიდსის გარდა გამოიყენებოდა B ჰეპატიტის მკურნალობისას (http://medi.ru/doc/046102.htm),
    უკვე "მჯო"-ს 2015 წლის საინფორმაციო ბიულეტენში რეკომენდებულია B ჰეპატიტის
    მკურნალობა განხორციელდეს "tenofovir" და "entecavir"-ს საშუალებით.
    თუმცა ყველას კარგად მოგვეხსენება ქიმიური წამლები რა უარყოფით ზეგავლენას ახდენენ
    ორგანიზმზე. ამიტომაც ასეთი წამლებით მკურნალობის დაწყებას ვერიდებოდით.
    სულ ახლახანს გავიგეთ საქართველოში იწარმოება პრეპარატი მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებული, რომელსაც თითქმის არა აქვს უკუჩვენება და წარმატებით გამოიყენება C, B ჰეპატიტისა და ციროზის მკურნალობისას. შემთხვევით რადიოში "ობიექტივის" ეთერში
    მოვისმინეთ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორი ოთარ მარშავას გამოსვლა
    (http://www.obieqtivi.net/tv.php?id=24590),
    რომელიც აღნიშნავდა (დრო წუთი: 27.40 - 31.14), რომ ქართული წარმოების წამალი
    "ჰეპატოლანი" კარგ შედეგებს იძლევა C ჰეპატიტისა და ციროზოს მკურნალობისას.
    ჩვენც ვფიქრობთ "ჰეპატოლანით" დავიწყოთ მკურნალობა პირველ რიგში იმიტომ, რომ ის
    მცენარეულ კომპონენტებზეა დამზადებული, რასაც მინიმუმამდე დაყავს უკუჩვენებები და
    tenofovir" და "entecavir"-საგან განსხვავებით შედეგსაც მოკლე პერიოდში იძლევა
    მაქსიმუმ 1,5 თვეში. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მკურნალობა გაცილებით იაფი ჯდება.
    გვაინტერესებს თქვენ თუ გსმენიათ "ჰეპატოლანი"-ის შესახებ. და რა აზრის ხართ
    ყოველივე ამაზე.
    გისურვებთ წარმატებებს!

    ReplyDelete
  4. Nice blog, thanks for posting.

    ReplyDelete